Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუმაღლესი განათლების შესახებმუხლი 6

უმაღლესი განათლების შესახებ

მუხლი 6. საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში

რედაქცია №127 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მთავრობა: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას უმაღლესი განათლების სფეროში; ბ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; ბ 1 ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; ბ 2 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); ბ 3 ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792) ; გ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; გ 1 ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; გ 2 ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; გ 3 ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; გ 4 ) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობასა და პირობებს საქართველოს საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით ან სპეციალური სახელმწიფო პროგრამით; გ 5 ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; გ 6 ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესს; დ) სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განუსაზღვრავს მას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს ამ პირს, და ამტკიცებს მის დროებით წესდებას; დ 1 ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დაფუძნების კრიტერიუმებსა და წესს; დ 2 ) სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად  ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდებით/სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით; დ 3 ) სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესსა და პირობებს; ე) ქმნის რეგენტთა საბჭოს და ამტკიცებს მის დებულებას; ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით და ამტკიცებს მის დროებით წესდებას; ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, განუსაზღვრავს მას იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვს ამ პირს, და ამტკიცებს მის დროებით წესდებას; თ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3271) ; ი) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესს“; კ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების კონცეფციის მოწონების წესსა და პირობებს; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას (შემდგომ − პოლიციის აკადემია) ანიჭებს უფლებამოსილებას, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარდგინებით სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას ანიჭებს უფლებამოსილებას, სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; ნ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − დიპლომატიის აკადემიას ანიჭებს უფლებამოსილებას, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

2.( ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3987 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.354 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2007 წლის 4 დეკემბრის კანონი №5533 - სსმ I, №43, 12.12.2007წ., მუხ.392 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2941 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.123 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4040 - სსმ I,№75, 27.12.2010წ., მუხ.464 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1627 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3041 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3271 – ვებგვერდი, 31.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2251 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 19 ოქტომბრის კანონი №3575 – ვებგვერდი, 06.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1625 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №123 · ძალაშია 1 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 5 თებ. 2026 – 1 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივნ. 2026
  2. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 17 დეკ. 2025
  3. 16 დეკ. 2025
  4. 29 მაი. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №127

  • 4 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 36 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 90განათლების ხარისხი… 32⁸

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 7სამინისტროს უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში
  • 5საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება უმაღლესი განათლების სფეროში
  • 79უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 14საქართველოს მთავრობა

ზოგადი განათლების შესახებ

  • 25საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
  • 26სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

პროფესიული განათლების შესახებ

  • 21საქართველოს მთავრობა

განათლების შესახებ

  • 18საქართველოს განათლების სამინისტროს უფლებამოსილება განათლების სფეროში
  • 3მოქალაქეთა უფლებების სახელმწიფო გარანტიები განათლების სფეროში

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 7საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებები/ვალდებულებები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 5¹საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებანი

განათლების ხარისხის განვითარების შესახებ

  • 32⁸სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
145¹252618390757932⁸7216
მითითებამნიშვნელობით ახლოსგანათლების ხარისხის გა…უმაღლესი განათლების შე…პროფესიული განათლების …ზოგადი განათლების შესა…პროფესიული განათლების …განათლების შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №127 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026