საქართველოს მთავრობა პროფესიული განათლების სფეროში: ა) ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგიას; გ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პირობებს, აგრეთვე პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესსა და პირობებს; დ) სამინისტროს წარდგინებით ადგენს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესსა და პირობებს; ე) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პირის მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების წესსა და პირობებს; ვ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების წესსა და პირობებს; ზ) სამინისტროს წარდგინებით ადგენს რეგულირებადი პროფესიის ფარგლებში არაფორმალური განათლების აღიარების წესსა და პირობებს; თ) სამინისტროს წარდგინებით ადგენს პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსების წესსა და პირობებს; ი) სამინისტროს წარდგინებით ადგენს სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროცესში შექმნილი პროდუქციის/გაწეული ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესსა და პირობებს; კ) სამინისტროს წარდგინებით, მათ შორის, სოციალური პარტნიორობის პრინციპის გათვალისწინებით, ქმნის პროფესიული განათლების სფეროში სათათბირო ორგანოს და ამტკიცებს მის დებულებას; ლ) სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს პროფესიული სტუდენტის მიერ სტუდენტური ფასდაკლების მიღების წესს; მ) განსაზღვრავს პროფესიის სტანდარტის/პროფესიის სტანდარტების შემუშავებისა და დამტკიცების წესს; ნ) სამინისტროს წარდგინებით განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების საკითხის მის დამფუძნებელ ორგანოსთან შეთანხმების წესსა და პირობებს; ნ 1 ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებით ადგენს საფასურს ამ კანონით გათვალისწინებული უფლების მოპოვებისათვის ან/და მომსახურებისათვის; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4749 – ვებგვერდი, 31.05.2019წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4162 – ვებგვერდი, 21.05.2024წ.
მუხლი 21. საქართველოს მთავრობა
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №9 · ძალაშია 21 მაი. 2024-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
21 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში მთავრობის მიერ დასამტკიცებელი წესი ახლა ეხება პროფესიული სტუდენტის სტუდენტურ ფასდაკლებას, პირადობის მოწმობასა და ბარათზე მითითების გარეშე.
მთავრობის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს დაემატა „ნ 1“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც მთავრობა სამინისტროს წარდგინებით ადგენს საფასურს ამ კანონით გათვალისწინებული უფლების მოპოვებისათვის ან/და მომსახურებისათვის.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

