მუხლი 26. სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე: ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში; ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს; გ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორებს; დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებებს; დ 1 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების განხორციელების წესსა და პირობებს; დ 2 ) (ამოღებულია - 26.06.2025, №798); დ 3 ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს; დ 4 ) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას; დ 5 ) ამტკიცებს პანსიონური მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს; ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს; ე 1 ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს; ე 2 ) (ამოღებულია - 13.06.2018, №2523) ; ე 3 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს; ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის დანერგვასა და პილოტირებას; ვ 1 ) (ამოღებულია - 20.09.2018, №3439) ; ვ 2 ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5367); ვ 3 ) ამტკიცებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესსა და პირობებს; ვ 4 ) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას; ზ) ( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ); თ) ( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ); ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებასა და საფასურს; ი 1 ) ამტკიცებს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესსა და პირობებს; კ) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან და უწყებებთან ერთად; ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად; ლ 1 ) უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესისა და პირობების შესაბამისად დააფინანსოს კერძო სკოლა შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში; მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სკოლიდან გარიცხული მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს სკოლიდან/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა სკოლაში/ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს; ამტკიცებს ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიულ სტანდარტებს; ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, აგრეთვე ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ნებაყოფლობით XII კლასში მოსწავლეთა/პირთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ამ იურიდიული პირის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას; უფლებამოსილია განახორციელოს აღნიშნული იურიდიული პირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს წარდგინების საფუძველზე; ნ 1 ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას, აგრეთვე ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XII კლასში მოსწავლეთა/პირთა რეგისტრაციის შედეგების მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ამ იურიდიული პირის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ხანგრძლივობას; ნ 2 ) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების, მართვის წესის, სტრუქტურული ერთეულების, სასკოლო სასწავლო გეგმის, სახელმწიფო კონტროლის, ადამიანური რესურსებისთვის (მათ შორის, დირექტორისა და მასწავლებლისთვის) წასაყენებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დააფუძნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი და დაამტკიცოს მისი წესდება, აგრეთვე განახორციელოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს წარდგინების საფუძველზე; ნ 3 ) უფლებამოსილია ამ კანონის მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სამინისტროს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ისეთი საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს სისტემისთვის განსაზღვრული სხვა მიზნების მისაღწევად; ო) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს; საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს/კანდიდატებს; ო 1 ) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას; პ ) ( ამოღებულია – 09.03.2011, №4321 ); ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით; რ) ( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ); ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისა და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს; ს 1 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესს; ს 2 ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესს; ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს; ტ 1 ) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ტ 2 ) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ტ 3 ) ამტკიცებს იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. სამინისტრო უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ტ 4 ) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს; ტ 5 ) ამტკიცებს „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს“; ტ 6 ) (ამოღებულია - 26.06.2025, №798) ; უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში; ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესსა და საფასურს. სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების ვადა; [ფ ) (ამოღებულია - 04.02.2026, №1353); (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)] ფ 1 ) უფლებამოსილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/ სერიის გრიფირების წესით განსაზღვრულ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის თანხმობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სახელმძღვანელოსთვის/სერიისთვის გრიფის მინიჭების შესახებ; [ფ 1 ) (ამოღებულია - 04.02.2026, №1353); (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)] ფ 2 ) (ამოღებულია - 16.03.2021, №338) ; ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისთვის. სამინისტრო უფლებამოსილია ამ მიზნით განახორციელოს აღნიშნული საჯარო სკოლების ფინანსური შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით; ყ) ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს; ყ 1 ) (ამოღებულია - 26.06.2025, №798); ყ 2 ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას; ყ 3 ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს; შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს. სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; შ 1 ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს: შ 1 .ა) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; შ 1 .ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს; შ 1 .გ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; შ 1 .დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს; შ 1 .ე) ( ამოღებულია - 11.07.2009, №1385 ); შ 1 .ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს; შ 1 .ზ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; შ 1 .თ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; შ 1 .ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს; შ 1 .კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს; შ 2 ) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის დაჯილდოების წესს; ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრებს – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით, მისი ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან; ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას; უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს; ც 1 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესს; ც 2 ) ეპიდემიის/პანდემიის დროს იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების, განახლებისა და დისტანციურად წარმართვის თაობაზე; ც 3 ) იღებს ზომებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირებისათვის; ც 4 ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტს; ც 5 ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესს; ძ) ( ამოღებულია - 17.03.2006, №2793 ); წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების რეგისტრაციის წესს; ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს; ჭ 1 ) ( ამოღებულია - 28.11.2014, №2822 ) ; ჭ 2 ) ამტკიცებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესს; ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად; ჯ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების რეგისტრაციის დებულებასა და საფასურს; ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესს; ჰ 1 ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს; ჰ 2 ) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით; ჰ 3 ) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს; ჰ 4 ) (ამოღებულია - 02.03.2007, №4412) ; ჰ 5 ) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას; ჰ 6 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ჰ 7 ) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს; ჰ 8 ) უფლებამოსილია დაადგინოს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასური; ჰ 9 ) უფლებამოსილია მინისტრის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ჰ 10 ) უფლებამოსილია მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო, კულტურული, სახელოვნებო, შემოქმედებითი, სასპორტო, შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარების მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე ან/და მასწავლებელზე გასცეს გრანტი და დაამტკიცოს საგრანტო კონკურსის დებულება; ჰ 11 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს; ჰ 12 ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გაცვლისა და სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების დაგეგმვის მიზნით; ჰ 13 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის გაცვლის წესს; ჰ 14 ) უფლებამოსილია საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის შესარჩევი ტურების შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი; ჰ 15 ) არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად თანამშრომლობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულთან − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან (შემდგომ − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი); ჰ 16 ) ამტკიცებს იმ იურიდიულ პირთა რეესტრს, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირს ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის იმ უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებისგან, რომელშიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ატარებს აღნიშნულ გამოცდას. მითითებულ რეესტრში სათანადო იურიდიული პირის შეყვანა ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად; ჰ 17 ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვის წესს, რომლითაც განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე, მწვავე ქცევითი სირთულეებით გამოწვეულ სიტუაციებზე რეაგირების პროტოკოლი; ჰ 18 ) ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მომუშავე ფსიქოლოგის პროფესიულ სტანდარტს, რომელიც არის პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნული ფსიქოლოგი; ჰ 19 ) ადგენს საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფის ღონისძიებებს, მათ შორის, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ნიმუშს, საფასურს, მისი რეალიზებისა და გადაცემის წესს; ჰ 20 ) ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად ან/და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის ან კაცობრიობის არამატერიალური მემკვიდრეობის რეპრეზენტაციულ სიაში შეტანილი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საფუძველზე ქმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვას და აღნიშნული სახელმძღვანელოს მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით სკოლებისთვის ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი პროგრამის შესაბამისად მიწოდებას; ჰ 21 ) ამტკიცებს ამ პუნქტის „ჰ 20 “ ქვეპუნქტის საფუძველზე შექმნილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასურს, აგრეთვე მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესებს; ჰ 22 ) ამტკიცებს სკოლაში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს.
