საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 201. საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი

რედაქცია №69კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ნაღდი ფულის მიღების მომენტი, ხოლო უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს.

2.გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.

3.ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ აღებულ თამასუქზე (ან სხვა სავალო ვალდებულებებზე) შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება თამასუქის (ან სხვა სავალო ვალდებულებების) სხვა პირისათვის მიწოდების მომენტი, მაგრამ არა უგვიანეს გასანაღდებლად წარდგენის უახლოესი შესაძლებელი მომენტისა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ნაღდი ფულის მიღების მომენტი, ხოლო უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს. 2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი. 3. ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ აღებულ თამასუქზე (ან სხვა სავალო ვალდებულებებზე) შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება თამასუქის (ან სხვა სავალო ვალდებულებების) სხვა პირისათვის მიწოდების მომენტი, მაგრამ არა უგვიანეს გასანაღდებლად წარდგენის უახლოესი შესაძლებელი მომენტისა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 30 დეკ. 2004-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31522911⁵85913813913727242617201
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…თამასუქის შესახებსაგადახდო სისტემისა და…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…ფულის გათეთრებისა და ტ…საქართველოს სამოქალაქო…