მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 35¹¹. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება, თუ: ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს, გარდაცვლილად გამოაცხადებს ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობს, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან; ბ) იგი დაარღვევს ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილ ნორმებს; გ) იგი ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას; დ) იგი 1 კალენდარული წლის განმავლობაში 3 თვეზე მეტი ხნით არ განახორციელებს ან ვერ განახორციელებს დირექტორის უფლებამოსილებას; ე) მას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უნდობლობას გამოუცხადებს – უნდობლობის გამოცხადების დღიდან; ვ) იგი საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება თანამდებობიდან – განცხადების საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთვის ოფიციალურად წარდგენის დღიდან; ზ) იგი გარდაიცვლება – გარდაცვალების დღიდან.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორი თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმავე პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დირექტორის თანამდებობიდან გადადგომისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მიიღება ცნობად.

3.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს დირექტორს, თუ ამას წერილობით მოითხოვს სამეურვეო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი.

4.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვალდებულია დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.

5.თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დირექტორს უნდობლობა არ გამოუცხადა, მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაუშვებელია. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3373 – ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №69 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 18 იან. 2005 – 25 ნოე. 2013 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2611 (დ…26 (დ…4135¹⁰32¹35³66⁹12104421335¹¹
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებმეწარმეთა შესახებსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საერთო სასამართლოების …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №85 · ბოლოს შემოწმდა