Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაუწყებლობის შესახებმუხლი 35¹⁰

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 35¹⁰. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით, რომელიც იწყება წინა დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღეს, ხოლო თუ იგი თანამდებობაზე წინა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა – მისი დანიშვნის მომენტიდან. დირექტორის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი დანიშვნიდან 3 წლის თავზე, იმ თვის იმ რიცხვის წინა დღეს, რომელი თვის რომელ რიცხვშიც დაიწყო იგი.

2.დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

3.დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები და წარდგინებები მიიღება ღია კონკურსის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, ვინც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს.

4.დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი და აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

5.დირექტორის კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარული დღის ვადაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს დირექტორობის კანდიდატთა სიას და მომდევნო 7 დღის განმავლობაში ნიშნავს დირექტორს.

6.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დირექტორთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს.

7.დირექტორი ხელმძღვანელობს ამ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებითა და  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით, წარმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ.

წინა მუხლი 35¹შემდეგი მუხლი 35¹¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №85

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მაუწყებლობის შესახებ

  • 35¹¹საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები
  • 32გენერალური დირექტორი
  • 35³საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურა

მეწარმეთა შესახებ

  • 44სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება
  • 204სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი პირის დანიშვნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 144საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის კანდიდატთა საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარდგენ
  • 132აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 200საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის არჩევის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ

  • 4¹აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო.

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 10³დაწესებულების დირექტორი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 56მედიის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების ზოგადი რეგულირება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 23მთავრობის დამტკიცება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2310³35¹¹3235³4¹144132442042005635¹⁰
მნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებმეწარმეთა შესახებაჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…მეცნიერების, ტექნოლოგი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026