1.საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული ან თანმხვედრი აზრი, რომელიც დგება წერილობითი ფორმით.
2.საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
3.(ამოღებულია - 03.06.2016, №5161). საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199 საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის ორგანული კანონი №5161 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.
