აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 139. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უმაღლეს საბჭოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით უფლება აქვს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

2.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე საკითხის დასმის უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს კომიტეტს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა სამკაციან ჯგუფს. სავალდებულოა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებულმა სუბიექტებმა საკითხის დასმასთან ერთად უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი კონსტიტუციური სარჩელი და უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი.

3.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თაობაზე საკითხი უმაღლეს საბჭოში განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილებას უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 4 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
601939342190741128922218288139
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს საარჩევნო …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა