„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 25. დასკვნითი დებულებანი
2008 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი: ა) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №337 განკარგულება „კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“; ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №62 განკარგულება „თუშეთის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“; გ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №61 განკარგულება „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“; დ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის №60 განკარგულება „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“; ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №368 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლხეთის ეროვნული პარკის და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“; ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №367 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“; ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის №369 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“; თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №158 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე“. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419 საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 1996 წელი 7 მარტი №136-IIს
