„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
მუხლი 3. დაცული ტერიტორიების კატეგორიები
რედაქცია №23 გადამოწმებულია მოქმედ რედაქციასთან · 28 მაი. 2026
1. დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
2. საქართველოში დასაშვებია არსებობდეს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიები – ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია.
