დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

მუხლი 14. დაცული ტერიტორიების შექმნა, განვითარება და გაუქმება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფართოებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

2.დაცული ტერიტორიის დროებითი ან სამუდამო გაუქმება, მისი ტერიტორიის შემცირება ან დაცვითი კატეგორიის დაქვეითება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ, შემდეგ შემთხვევებში: ა) დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევისას; ბ) ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისას; გ) დაცული ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის განხორციელების შემდეგ, რომლის განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3.ცალკეულ რთულ შემთხვევაში დაზუსტებული ტერიტორიული საზღვრებისა და ზონების დაცვის, მოვლა-პარტონობისა და მართვის დეტალური პროგრამების (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა) შემუშავებამდე, ე.ი. მუდმივი კატეგორიის განსაზღვრამდე, დაარსდება დაცული ტერიტორიის დროებითი კატეგორია, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. ​ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1671 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 14 დეკ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში წერილობითი თანხმობა და საგანგებო შემთხვევის ფორმულა შეიცვალა სამინისტროს დასკვნით და სამი ჩამოთვლილი საფუძვლით, მათ შორის დემარკაციის შემდეგ.

  2. · გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-2 პუნქტში პარლამენტის გადაწყვეტილებისთვის „სამინისტროს წარდგინება“ შეიცვალა სამინისტროს წერილობითი თანხმობით და ხაზგასმულია, რომ გაუქმება, შემცირება და დაქვეითება მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში შეიძლება.

  3. მე-2 პუნქტში საგანგებო შემთხვევის აღწერაში „შეუქცევადი“ შეიცვალა „შეუქცევით“. პარლამენტისთვის წარდგინების შემტანი სამინისტრო ახლა გარემოს დაცვის სამინისტროა.

  4. მე-2 პუნქტში საგანგებო შემთხვევაში გაუქმების, შემცირებისა და კატეგორიის დაქვეითების წარდგინება ახლა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკუთვნის; დაცული ტერიტორიების სამსახური ამოღებულია, ხოლო „მუდმივ“ გაუქმებას ცვლის „სამუდამოდ“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
523132¹2019761315184914
მნიშვნელობით ახლოსგარემოს დაცვის შესახებდაცული ტერიტორიების სი…ბორჯომ-ხარაგაულის დაცუ…დაცული ტერიტორიების სტ…ქალაქ თბილისის საზღვრე…კოლხეთის დაცული ტერიტო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა