Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებმუხლი 18

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

მუხლი 18. დაცული ტერიტორიების მართვა

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026
თემები:წყლის რესურსებისატყეო საქმეგარემოს დაცვის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹345

1.დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2.დაცულ ტერიტორიებს, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა − კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

2¹.დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაცული ლანდშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები ამ კანონის მოთხოვნების დაცვით შეიძლება მართოს მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში.

3.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს: ა) დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა; ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება; გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება; დ) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის კოორდინირება; ე) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება; ვ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება; ზ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციების შექმნა; თ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მისი ტერიტორიული ადმინისტრაციების დებულებების დამტკიცება.

4.დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები, ხოლო კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში − აგრეთვე დაცული ლანდშაფტები და მრავალმხრივი  გამოყენების ტერიტორიები; ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონა; გ) გააკონტროლოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები; დ) გაატაროს დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები; ე) შეიმუშაოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები; ვ) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და დადგენილი წესით წარუდგინოს ისინი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; ზ) მოახდინოს მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება; თ) სრულყოს მართვის მექანიზმები და აამაღლოს პერსონალის კვალიფიკაცია; ი) მოამზადოს რეგულარული მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შესახებ; კ) მოახდინოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან; ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზება; მ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში; ნ) ითანამშრომლოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ო) ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან; პ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები; პ 1 ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადოს ხელშეკრულებები ამ კანონის მე-12 მუხლის 2 1 −2 5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ჟ) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.

5.დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს ტერიტორიული ადმინისტრაციების მეშვეობით. ადმინისტრაციასთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაცული ტერიტორიის კატეგორიისა და თავისი დებულების შესაბამისად განახორციელოს: ა) დაცული ტერიტორიებისა და მათზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა და აღდგენა; ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა; გ) ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა; დ) მუნიციპალიტეტებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობა; ე) ტერიტორიის (დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში), ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი; ვ) უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო საშუალებების დაკავება; ზ) დაცულ ტერიტორიებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა; თ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა; ი) დაცული ტერიტორიის შესაბამისი მენეჯმენტის გეგმის შესრულება; კ) დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენება; ლ) დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის შექმნა; მ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3975 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.342 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 21 ივნისის კანონი №4863 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1357 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1671 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6901-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7101 – ვებგვერდი, 22.09.2020წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1629 – ვებგვერდი, 01.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 11

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 1 ივნ. 2026
  2. 1 იან. 2021· გამოქვეყნდა 22 სექ. 2020
  3. 28 ივლ. 2020
  4. 14 დეკ. 2017
  5. 9 ოქტ. 2013

    „პ¹“ ქვეპუნქტში ხელშეკრულებათა დადების უფლებამოსილება გავრცელდა მე-12 მუხლის 2⁵ პუნქტის შემთხვევებზეც და შეიცვალა ფორმულირება „გათვალისწინებულ“.

  6. 14 მაი. 2013· გამოქვეყნდა 5 აპრ. 2013

    მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში დაემატა სიტყვა „მისი“, რის შედეგადაც დასამტკიცებელია სააგენტოს და მისი ტერიტორიული ადმინისტრაციების დებულებები.

  7. 6 ივლ. 2011

    18-ე მუხლში დაემატა „პ¹“ ქვეპუნქტი, რომელიც მე-12 მუხლის 2¹–2⁴ პუნქტების შემთხვევებში ხელშეკრულებების დადებას ითვალისწინებს.

  8. 17 მარ. 2011

    მე-3 პუნქტში „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების აღნიშვნები შესაბამისად „ვ“, „ზ“ და „თ“-ით შეიცვალა, რაც ამავე პუნქტში ქვეპუნქტების ახალ დალაგებას ასახავს.

  9. 1 იან. 2008· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2007

    მე-4 პუნქტში „კ“ ქვეპუნქტი ეხება დაცული ტერიტორიების ადმინისტრირებას, დაემატა „პ“ (ტურისტული მომსახურების ტარიფები) და „ჟ“ ქვეპუნქტები და ახალი მე-5 პუნქტი ტერიტორიული ადმინისტრაციების მეშვეობით მართვის შესახებ. ადმინისტრაციის უფლებამოსილებათა ჩამონათვალი გაფართოვდა სამართალდარღვევათა აღკვეთით, ეკოტურისტული მომსახურებით, მენეჯმენტის გეგმის შესრულებით, მდგრადი გამოყენებითა და ინფრასტრუქტურის შექმნით.

  10. 7 მაი. 2007

    მე-3 პუნქტში დეპარტამენტის უფლებამოსილებები ახლებურად ჩამოყალიბდა: მენეჯმენტის გეგმები სამინისტროს დასამტკიცებლად წარედგინება, აქტების პროექტები მზადდება, ზოგი უფლებამოსილება ამოღებულია. მე-4 პუნქტში ადგილობრივი მართვის ორგანოდ დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია განისაზღვრა.

  11. 22 დეკ. 2006

    მე-18 მუხლის მე-3 პუნქტში დაცული ტერიტორიების მართვისა და სხვა უფლებამოსილებების სუბიექტად მთავარი სამმართველოს ნაცვლად განისაზღვრა სამინისტროს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი; უფლებამოსილებები ა)–ს) ქვეპუნქტებად დაიყო.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 18¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დაცული ტერიტორიების დაარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცული სახეობების სამართალისერვისის გვერდი
  • ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 მაი. 2026 · №23

  • 11 ცვლილება · ბოლო 1 ივნ. 2026
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 12 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 12

მიუთითებენ მასზე

კოლხეთის დაცული ტე… 29

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 13დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა
  • 18¹დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
  • 15დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა

დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ

  • 19დაცული ტერიტორიების სახელმწიფო მართვა

გარემოს დაცვის შესახებ

  • 13სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
  • 49დაცული ტერიტორიების კატეგორიები

მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ

  • 4საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 94საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 62სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვასა და მისი ობიექტებით სარგებლობაზე

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 27კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვა

ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 21ბუნების ძეგლების მართვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2927196121318¹151349622149418
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაცული ტერიტორიების სი…კოლხეთის დაცული ტერიტო…ბორჯომ-ხარაგაულის დაცუ…დაცული ტერიტორიების სტ…გარემოს დაცვის შესახებმიწის მიზნობრივი დანიშ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026