რეფერენდუმის შესახებ

მუხლი 16. სარეფერენდუმო კომისიები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას უზრუნველყოფენ: ა) ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია; ბ) საოლქო სარეფერენდუმო კომისიები; გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიები.

2.ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისა და საოლქო სარეფერენდუმო კომისიების მოვალეობების შესრულება ეკისრებათ შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს. საუბნო სარეფერენდუმო კომისიები იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნისათვის დადგენილი წესით. თუ რეფერენდუმის გამართვის დღე ემთხვევა საერთო არჩევნების ჩატარების დღეს, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ფუნქციები ეკისრებათ ამ არჩევნებისათვის შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს.

3.სარეფერენდუმო კომისიები მუშაობას წყვეტენ რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას უზრუნველყოფენ: ა) ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია; ბ) საოლქო სარეფერენდუმო კომისიები; გ) საუბნო სარეფერენდუმო კომისიები. 2. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისიისა და საოლქო სარეფერენდუმო კომისიების მოვალეობების შესრულება ეკისრებათ შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებს. საუბნო სარეფერენდუმო კომისიები იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნისათვის დადგენილი წესით. თუ რეფერენდუმის გამართვის დღე ემთხვევა საერთო არჩევნების ჩატარების დღეს, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ფუნქციები ეკისრებათ ამ არჩევნებისათვის შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს. 3. სარეფერენდუმო კომისიები მუშაობას წყვეტენ რეფერენდუმის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 24 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
423637221920188292433283016
მნიშვნელობით ახლოსრეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა