რეფერენდუმის შესახებ

მუხლი 22. სარეფერენდუმო ბიულეტენი

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სარეფერენდუმო ბიულეტენში აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: "დიახ" _ "არა".

2.ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს სარეფერენდუმო ბიულეტენების ფორმას, უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით მათ დამზადებას და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს სარეფერენდუმო ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ბიულეტენებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს.

3.შესაბამისი კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი დგება 2 ცალად საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.სარეფერენდუმო ბიულეტენი და ოქმები საჭიროების შემთხვევაში იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სარეფერენდუმო ბიულეტენში აღნიშნული უნდა იყოს მოქალაქეებისადმი მიმართული კითხვა სარეფერენდუმოდ გამოტანილ საკითხთან დაკავშირებით და ამ კითხვაზე პასუხის შესაძლო ვარიანტები: "დიახ" _ "არა". 2. ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს სარეფერენდუმო ბიულეტენების ფორმას, უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით მათ დამზადებას და კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებს გადასცემს სარეფერენდუმო ბიულეტენებს. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია ბიულეტენებს კენჭისყრის დაწყებამდე არა უგვიანეს 12 საათისა გადასცემს საუბნო საარჩევნო კომისიებს. 3. შესაბამისი კომისიებისათვის ბიულეტენების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი დგება 2 ცალად საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. სარეფერენდუმო ბიულეტენი და ოქმები საჭიროების შემთხვევაში იბეჭდება ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ სხვა ენაზედაც. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 24 სექ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37361626231869842477787522
მნიშვნელობით ახლოსრეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საკონსტიტუ…აჭარის ავტონომიური რეს…სახელმწიფო ენის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა