Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარეფერენდუმის შესახებმუხლი 19

რეფერენდუმის შესახებ

მუხლი 19. სარეფერენდუმო კომისიების უფლებამოსილება

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია რეფერენდუმის მოწყობამდე 40 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესა, ტელევიზია, რადიო) აქვეყნებს იმ საოლქო სარეფერენდუმო კომისიების სიას, რომლებსაც დაევალათ შესაბამის ტერიტორიებზე უხელმძღვანელონ რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას.

2.რეფერენდუმის მომზადებისა და მოწყობის პერიოდში ცენტრალური სარჩევნო კომისია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ბ) ხელმძღვანელობს რეფერენდუმის მომზადებასა და მიმდინარეობას და კოორდინაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას; გ) კომისიებს შორის ანაწილებს რეფერენდუმის მოსაწყობად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს, აკონტროლებს საოლქო კომისიების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ადგენს რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმასა და შენახვის წესს; ე) ისმენს სახელმწიფო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საქართველოს მასშტაბით, აქვეყნებს რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს; ზ) იხილავს საჩივრებს სარეფერენდუმო კომისიების გადაწყვეტილებისა და ქმედებათა შესახებ, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს მათ თაობაზე.

3.საოლქო საარჩევნო კომისია: ა) აკონტროლებს შესაბამის ტერიტორიაზე ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ბ) კოორდინაციას უწევს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების მუშაობას, გ) ხელს უწყობს სარეფერენდუმო საკითხის განხილვას საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; დ) ისმენს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს დროულად უზრუნველყოფს სარეფერენდუმო ბიულეტენებით ; ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; ზ) იხილავს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების გადწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

4.საუბნო სარეფერენდუმო კომისია: ა) მოქალაქეებს აცნობს კენჭისყრის მონაწილეთა სიებს, იხილავს განცხადებებს სიებში არსებულ უზუსტობათა შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებების შეტანის საკითხს; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია) ; დ) უზრუნველყოფს კენჭისყრისათვის საჭირო შენობის, ყუთების და ოთახების მომზადებას; ე) რეფერენდუმის დღეს ორგანიზაციას უკეთებს კენჭისყრას; ვ) აჯამებს სარეფერენდუმო უბანში კენჭისყრის შედეგებს; ზ) იხილავს განცხადებებსა და საჩივრებს რეფერენდუმის მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე. იღებს გადაწყვეტილებებს მათ გამო. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369 საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6864 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ცენტრალური სარეფერენდუმო კომისია რეფერენდუმის მოწყობამდე 40 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (პრესა, ტელევიზია, რადიო) აქვეყნებს იმ საოლქო სარეფერენდუმო კომისიების სიას, რომლებსაც დაევალათ შესაბამის ტერიტორიებზე უხელმძღვანელონ რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვას. 2. რეფერენდუმის მომზადებისა და მოწყობის პერიოდში ცენტრალური სარჩევნო კომისია: ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აკონტროლებს ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ბ) ხელმძღვანელობს რეფერენდუმის მომზადებასა და მიმდინარეობას და კოორდინაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას; გ) კომისიებს შორის ანაწილებს რეფერენდუმის მოსაწყობად სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს, აკონტროლებს საოლქო კომისიების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; დ) ადგენს რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმასა და შენახვის წესს; ე) ისმენს სახელმწიფო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საქართველოს მასშტაბით, აქვეყნებს რეფერენდუმის საბოლოო შედეგებს; ზ) იხილავს საჩივრებს სარეფერენდუმო კომისიების გადაწყვეტილებისა და ქმედებათა შესახებ, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებებს მათ თაობაზე. 3. საოლქო საარჩევნო კომისია: ა) აკონტროლებს შესაბამის ტერიტორიაზე ამ კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას; ბ) კოორდინაციას უწევს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების მუშაობას, გ) ხელს უწყობს სარეფერენდუმო საკითხის განხილვას საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; დ) ისმენს მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელების ინფორმაციებს რეფერენდუმის მომზადებასა და გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს დროულად უზრუნველყოფს სარეფერენდუმო ბიულეტენებით ; ვ) ადგენს რეფერენდუმის შედეგებს საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე; ზ) იხილავს საუბნო სარეფერენდუმო კომისიების გადწყვეტილებებთან დაკავშირებულ საკითხებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. 4. საუბნო სარეფერენდუმო კომისია: ა) მოქალაქეებს აცნობს კენჭისყრის მონაწილეთა სიებს, იხილავს განცხადებებს სიებში არსებულ უზუსტობათა შესახებ და წყვეტს მათში სათანადო ცვლილებების შეტანის საკითხს; ბ) (ამოღებულია); გ) (ამოღებულია) ; დ) უზრუნველყოფს კენჭისყრისათვის საჭირო შენობის, ყუთების და ოთახების მომზადებას; ე) რეფერენდუმის დღეს ორგანიზაციას უკეთებს კენჭისყრას; ვ) აჯამებს სარეფერენდუმო უბანში კენჭისყრის შედეგებს; ზ) იხილავს განცხადებებსა და საჩივრებს რეფერენდუმის მომზადებისა და კენჭისყრის ორგანიზაციის საკითხებზე. იღებს გადაწყვეტილებებს მათ გამო. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369 საქართველოს 2020 წლის 15  ივლისის ორგანული კანონი №6864 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 21 ნოე. 1996 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
  2. 22 ნოე. 2007
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 18შემდეგი მუხლი 20

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №13

  • 2 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

რეფერენდუმის შესახებ

  • 16სარეფერენდუმო კომისიები
  • 20რეფერენდუმის მომწყობი სარეფერენდუმო უბნები
  • 22სარეფერენდუმო ბიულეტენი

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 24საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
  • 29საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება
  • 59არჩევნებისთვის / რეფერენდუმისთვის საჭირო ფულადი სახსრები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 28საოლქო
  • 33საუბნო
  • 78კენჭისყრისა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 37
  • 36

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 221რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნის საკითხის დასმა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
373616202222124295928337819
მნიშვნელობით ახლოსრეფერენდუმის შესახებსაქართველოს საარჩევნო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026