Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაკულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებმუხლი 35

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

მუხლი 35. საქართველოს საბაჟო ორგანოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების მიერ კულტურული ფასეულობის დაკავება

რედაქცია №19 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024
თემები:სხვა მოძრავი ქონების შეფასება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კულტურული ფასეულობა, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა და რომელიც დროებით დაკავებულია საქართველოს საბაჟო ორგანოს, შინაგან საქმეთა ორგანოების ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ, მისი მესაკუთრის დადგენამდე შესანახად გადაეცემა სამინისტროს.

2.სამინისტრო ახორციელებს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვას, უზრუნველყოფს მის სახელმწიფო ექსპერტიზას და მასზე საკუთრების უფლების დასადგენად ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას.

3.სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კულტურული ფასეულობის მესაკუთრის დადგენისას იგი გადაეცემა მესაკუთრეს ან მის კანონიერ წარმომადგენელს , თუ დადგინდა , რომ ეს კულტურული ფასეულობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის საგანი გახდა მისი სურვილისგან დამოუკიდებლად .

4.აღნიშნული კულტურული ფასეულობის დაცვისა და შენახვის, ასევე ექსპერტიზასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მესაკუთრე, თუ სასამართლო სხვა რამეს არ დაადგენს.

5.დროებით დაკავებულ კულტურულ ფასეულობას, რომლის მესაკუთრეც ვერ დადგინდა, სამინისტრო საკუთრების უფლებით გადასცემს სახელმწიფო მუზეუმს, ბიბლიოთეკას ან არქივის ფონდს.

6.კულტურული ფასეულობა, რომელიც არ გადაეცემა საკუთრების უფლებით მუდმივი შენახვისა და დაცვისათვის სახელმწიფო ან მუნიციპალურ მუზეუმს, არქივს, ბიბლიოთეკას ან კულტურული ფასეულობის დაცვის სხვა სახელმწიფო დაწესებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება რეალიზაციას და თანხა შეიტანება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3602-სსმI, №54, 12.10.2010წ., მუხ.354 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5956 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4553 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1635 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3044 - ვებგვერდი, 11.07.2018წ, საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4913 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №376 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18 მარ. 2021

    პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებში სამინისტროს სრული ძველი სახელწოდება ყველგან შემოკლებული „სამინისტრო“-თი შეიცვალა.

  2. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019
  3. 11 ივლ. 2018

    პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებში დროებით დაკავებული ფასეულობის მიმღებ, დამცველ და გადამცემ ორგანოდ დასახელებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

  4. 14 დეკ. 2017

    35-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებში უფლებამოსილი სამინისტრო ახლა კულტურისა და სპორტის სამინისტროა.

  5. 8 დეკ. 2015

    35-ე მუხლის პირველ პუნქტში დაზუსტდა დაკავების სუბიექტები და „დროებით“ დაკავების ცნება, მე-2 პუნქტში გაიწერა სამინისტროს უზრუნველყოფის ფუნქცია პირველ პუნქტზე მითითებით, ხოლო მე-5 პუნქტში გადაცემის ადრესატები „ან“-ით არის დაკავშირებული.

  6. 12 აპრ. 2012

    მე-3 პუნქტში საქონლის გადაადგილების წესები ახლა საქართველოს საბაჟო (და არა ეკონომიკურ) საზღვარს უკავშირდება; მე-6 პუნქტიდან ამოღებულია საკანონმდებლო მითითება.

  7. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

    35-ე მუხლის ყველა პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: დამკავებელი ორგანოებია საგადასახადო ორგანოები, სამინისტროს სახელწოდებიდან „სპორტი“ ამოღებულია, მესაკუთრისთვის დაბრუნება უკავშირდება საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესების დარღვევას, ხოლო რეალიზაციის თანხა შედის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

  8. 1 ივნ. 2006

    მე-4 პუნქტში ხარჯების ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა („დაცვის, შენახვისა და ექსპერტიზასთან“), მე-5 პუნქტში „ბიბლიოთეკას“ შეიცვალა „ბიბლიოთეკასა“-ით. მე-6 პუნქტში ამოღებულია სიტყვა „საქართველოს“ „სახელმწიფო ბიუჯეტში“-ს წინ და დაემატა „, მუხ 156“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 34¹შემდეგი მუხლი 36

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ხელოვნების ნაწარმოებების, ანტიკვარული ნივთების და ძვირფასეულობის შეფასებასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 დეკ. 2024 · №19

  • 8 ცვლილება · ბოლო 18 მარ. 2021
  • 10 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 20კულტურული ფასეულობის ტრანზიტი
  • 19კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოტანის წესი
  • 12სამინისტროს კომპეტენცია კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანისა და დროებით გატანის, საქართველოში შემოტანისა და დროებით შემოტანის სფეროში

კულტურის შესახებ

  • 37საქართველოს კულტურის ძეგლები და კულტურული ფასეულობები საზღვარგარეთ
  • 22სახელმწიფოს ვალდებულება ისტორიისა და კულტურის ძეგლების დასაცავად

საბიბლიოთეკო საქმის შესახებ

  • 37განსაკუთრებული მნიშვნელობის საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაცვა

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 70საბაჟო ზედამხედველობა

მუზეუმების შესახებ

  • 14სახელმწიფო ორგანოთა უფლება-მოვალეობები სამუზეუმო საქმიანობის მართვაში
  • 17სახელმწიფო და არასახელმწიფო მუზეუმების უფლებები

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

  • 4კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანოები
  • 28ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) უფლება-მოვალეობანი
  • 10გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის პირველადი (დროებითი) დაცვის რეჟიმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2019121417428103722377035
მნიშვნელობით ახლოსკულტურულ ფასეულობათა ს…კულტურის შესახებსაბიბლიოთეკო საქმის შე…საქართველოს საბაჟო კოდ…მუზეუმების შესახებკულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 დეკ. 2024 · რედაქცია №19 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026