მუზეუმების შესახებ

მუხლი 26. სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის გასხვისება

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო ნაწილში შესული სამუზეუმო ნივთი და კოლექცია გასხვისებას არ ექვემდებარება.

2.დასაშვებია სახელმწიფო მუზეუმებს შორის სამუზეუმო ექსპონატების გაცვლა მუზეუმის ფონდის შევსების მიზნით.

3.საქართველოს სამუზეუმო ფონდში შეტანილი კოლექცია განუყოფელია.

4.საქართველოს სამუზეუმო ფონდის არასახელმწიფო ნაწილში ჩარიცხული სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის ყიდვა-გაყიდვისას, ანდერძით გადაცემისას ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისებისას ნივთისა და კოლექციის მიმღები კისრულობს მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას. ასეთი სამუზეუმო ნივთი ან კოლექცია, თუ იგი სახელმწიფოს მიერ შეტანილია დაცვით სიებსა და საქართველოს სამუზეუმო ფონდის სახელმწიფო რეესტრში, საქართველოდან გატანას არ ექვემდებარება.

5.სამუზეუმო ნივთისა და კოლექციის გაყიდვის შემთხვევაში სახელმწიფო მუზეუმს აქვს შესყიდვის უპირატესი უფლება. თავი VI. მუზეუმის ქონება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 8 ოქტ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3442352427233253738610626
მნიშვნელობით ახლოსმუზეუმების შესახებკულტურული მემკვიდრეობი…საბიბლიოთეკო საქმის შე…კულტურულ ფასეულობათა ს…საქართველოს პარლამენტი…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა