ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 41

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ნორმატიული აქტი რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან ძალაში შედის მხოლოდ იმ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილია ოფიციალურ ორგანოდ. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცალკეულ დებულებათა გამოუქვეყნებლობა დასაშვებია მხოლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დაუშვებელია იმ ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის გამოუქვეყნებლობა, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ან ადგენს იურიდიულ პასუხისმგებლობას.

2.თუ ადგილობრივ თვითმმართველობას (მმართველობას) ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო არ გააჩნია, მისი ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით განსაზღვრული ისეთი წესით, რომელიც მოსახლეობას მისცემს მისი გაცნობის საშუალებას. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1999 წლის 8 სექტემბრის კანონი №2365 - სსმ I, №43(50),  21.09.1999 წ., მუხ.214

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ/237-012001-05-2516
    არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შეიძლება თუ არა სასამართლო დაეყრდნოს სახელმწიფო რეესტრში აღრიცხულ, მაგრამ ოფიციალურად გამოუქვეყნებელ კანონქვემდებარე აქტს?

    დავა შეეხებოდა გაუცემელი სოციალური დახმარებისა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო გამოუქვეყნებელ და ძალაში შეუსვლელ კანონქვემდებარე აქტს და არ გამოიყენა სათანადო პრეზიდენტის ბრძანებულება. სასამართლოს განმარტებით, დახმარების გაცემა უნდა დაწყებულიყო 2000 წლის 1 იანვრიდან. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 407 ლარის მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • №3კ/291-012001-04-2036
    საკასაციო არსებითი (T2)

    რა მნიშვნელობა მიანიჭა სასამართლომ საერთაშორისო საგარანტიო შეთანხმების გამოქვეყნებას მისი ძალაში შესვლის საკითხის გადაწყვეტისას?

    სს „თბილისის ...“ შპს ავიაკომპანია „მ-საგან“ მგზავრობის მოსაკრებლის დავალიანებას მოითხოვდა, ავიაკომპანია კი შეგებებული სარჩელით მომსახურების შეწყვეტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ საგარანტიო შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებად მიიჩნია და განმარტა, რომ მისი ძალაში შესვლა გამოქვეყნებას არ უკავშირდებოდა. სასამართლომ მოსაკრებლის მოთხოვნა შეთანხმების, მხარეთა ხელშეკრულებისა და ბრძანების საფუძველზე დასაშვებად მიიჩნია, ხოლო შეგებებული მოთხოვნისთვის ვალდებულების დარღვევა დადგენილად არ ჩათვალა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 7 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 41-ე მუხლის პირველ პუნქტში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შესვლის წესი შემოიფარგლა აქტით, რომლის ძალაში შესვლა გამოქვეყნებასთანაა დაკავშირებული.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
343222632²1923202125304912841
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…ოფიციალური სტატისტიკის…საქართველოს სამოქალაქო…