Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებმუხლი 21

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 21. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 11 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონით დადგენილი წესით ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.

2.ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე – ეს ნიშნავს, რომ ნორმატიული აქტი ძალაში შედის გამოქვეყნების დღეს, 24 საათზე.

3.თუ ნორმატიულ აქტში მითითებულია, რომ იგი ძალაში უნდა შევიდეს გამოქვეყნებიდან განსაზღვრული დროის შემდეგ, ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღის ათვლის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი გამოქვეყნების დღე.

4.კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალაში შესვლა, გარდა კონკრეტული კალენდარული დღის დადგომისა ან სხვა ნორმატიული აქტის მიღების ან გამოცემის (ამოქმედების) თარიღისა, არ უნდა უკავშირდებოდეს სხვა რაიმე იურიდიული ფაქტის დადგომას.

5.ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს ამ აქტის ცალკეული თავის ან მუხლის (პუნქტის, ქვეპუნქტის) ძალაში შესვლის განსაკუთრებული თარიღი.

6.ნორმატიული აქტი მოქმედებს უვადოდ, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით ან თვით ამ აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7.ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიძლება მიღებულ (გამოცემულ) იქნეს განსაზღვრული ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება, თუ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) ასეთი ნორმატიული აქტის მიღებისთვის (გამოცემისთვის) დადგენილი წესით არ მიიღებს გადაწყვეტილებას ვადის გაგრძელების შესახებ.

8.ნორმატიული აქტის ამოქმედების ვადის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ ვადის დადგომამდე.

9.ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება შეიძლება შეჩერდეს მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) და ზემდგომი ორგანოს მიერ, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

10.საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

11.დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის შესრულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 11 აპრ. 2019
წინა მუხლი 20შემდეგი მუხლი 22

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-11 · №6

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2019-04-11
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 22ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი
  • 24ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 20ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 19ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
  • 22ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 6ვადების ათვლა ნორმატიულ აქტში

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 22ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
  • 23ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი
  • 20ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) და მასში ცვლილების შეტანის წესი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 52¹ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 3სამოქალაქო კანონის შესვლა ძალაში

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 9ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
952¹32223201922622242021
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს სამოქალაქო…ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 11 დეკ. 2025