ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

მუხლი 49. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულება.

2.ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90-ე დღისა: ა) საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი სხვა ორგანოების განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი აღიარების წესი; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭომ დაამტკიცოს: ბ.ა) კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი; ბ.ბ) საქსტატის მიერ სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლების გარეთ სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით მომსახურების სახეობისა და საფასურის განსაზღვრის წესი; ბ.გ) საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესი და პირობები.

3.„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის №2291-რს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ.

320)საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ძალაშია ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებამდე/გამოცემამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ან მისი ნაწილი ამ კანონს ეწინააღმდეგება.

4.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს/საქსტატის საბჭოს წევრს/საქსტატის მრჩეველთა საბჭოს წევრს უნარჩუნდება შესაბამისი უფლებამოსილება იმ ვადით, რომლითაც ის იყო დანიშნული თანამდებობაზე ამ კანონის მიღებამდე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27202319242134274345365849
მნიშვნელობით ახლოსოფიციალური სტატისტიკის…შეზღუდული შესაძლებლობი…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…იპოთეკით დაცული ობლიგა…ნორმატიული აქტების შეს…ნებაყოფლობითი კერძო პე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა