ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 43

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

2.საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საქართველოს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ იმავე ბრძანებულებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

3.საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ იმავე ბრძანებით სხვა ვადა არ იქნა დადგენილი.

4.თუ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებით განსაზღვრულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მისი ტექსტი უნდა გადაიცეს საქართველოს რადიოთი და ტელევიზიით, ხელმოწერიდან ერთი დღის განმავლობაში მაინც, ყოველ ორ საათში ერთხელ. პრეზიდენტი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ/291-012001-04-2018
    საკასაციო არსებითი (T2)

    რა მნიშვნელობა მიანიჭა სასამართლომ საერთაშორისო საგარანტიო შეთანხმების გამოქვეყნებას მისი ძალაში შესვლის საკითხის გადაწყვეტისას?

    სს „თბილისის ...“ შპს ავიაკომპანია „მ-საგან“ მგზავრობის მოსაკრებლის დავალიანებას მოითხოვდა, ავიაკომპანია კი შეგებებული სარჩელით მომსახურების შეწყვეტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. უზენაესმა სასამართლომ საგარანტიო შეთანხმება საერთაშორისო ხელშეკრულებად მიიჩნია და განმარტა, რომ მისი ძალაში შესვლა გამოქვეყნებას არ უკავშირდებოდა. სასამართლომ მოსაკრებლის მოთხოვნა შეთანხმების, მხარეთა ხელშეკრულებისა და ბრძანების საფუძველზე დასაშვებად მიიჩნია, ხოლო შეგებებული მოთხოვნისთვის ვალდებულების დარღვევა დადგენილად არ ჩათვალა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №40 · ძალაშია 7 მაი. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
7⁴46511341321411231511818543
მითითებამნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…საგანგებო მდგომარეობის…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს აღმასრულებ…საქართველოს პარლამენტი…