1.საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწეროს კანონს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს იგი პარლამენტს.
2.საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
3.საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით. პირველად კენჭი ეყრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას.
4.თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და აქვეყნებს 5 დღის ვადაში.
5.თუ პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანული კანონისა, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მას ხელს აწერს და აქვეყნებს 5 დღის ვადაში.
6.საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე.
7.თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
8.თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონპროექტი კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ჩაითვლება.
9.თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები, ამ შენიშვნების განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს პარლამენტის რიგგარეშე სესია.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწეროს კანონს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს იგი პარლამენტს.2. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კანონპროექტის ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით, ამ რეგლამენტის 106-ე მუხლით დადგენილი წესით. პირველად კენჭი ეყრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონს, ხოლო შემდეგ – კანონის პირვანდელ რედაქციას.4. თუ პარლამენტი მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს დააქვეყნებს 5 დღის ვადაში.5. თუ პარლამენტი არ მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორგანული კანონისა, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კონსტიტუციური კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მას ხელს აწერს და აქვეყნებს 5 დღის ვადაში.6. საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონს, რომელიც პარლამენტმა მიიღო სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს და აქვეყნებს გადაცემიდან 5 დღის ვადაში, პარლამენტისთვის შენიშვნებით დაბრუნების უფლების გარეშე.7. თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანონპროექტი კენჭისყრისას ვერ დააგროვებს ხმების საჭირო რაოდენობას, იგი უარყოფილად ჩაითვლება.9. თუ საქართველოს პრეზიდენტი კანონს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს, მაგრამ გამოცხადებულია საპარლამენტო არდადეგები, ამ შენიშვნების განსახილველად შეიძლება დადგენილი წესით მოწვეულ იქნეს პარლამენტის რიგგარეშე სესია.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №1
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 25 ივნ. 2025ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…საქართველოს მთავრობის …
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა