Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანორმატიული აქტების შესახებმუხლი 23

ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 23. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს კანონქვემდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

2.საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან.

3.საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

4.საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ − საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე და მოქმედებს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.

5.საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

6.(ამოღებულია - 20.09.2013, №1157) .

7.საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

8.საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

9.საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან თვით ამ ბრძანებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

10.„საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი ძალაში შედის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანისთანავე, თუ თვით ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1157 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3613 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

რედაქციების შედარება

1. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საქართველოს კანონქვემდებარე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითიადგილობრივი ორგანოსთვითმმართველობის ნორმატიული აქტები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ნორმატიული აქტებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან. 3. საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 4. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე, ხოლო ნორმის შეჩერების შესახებ − საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე და მოქმედებს საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. 5. საქართველოს პრეზიდენტი დეკრეტს დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. 6. (ამოღებულია - 20.09.2013, №1157) . 7. საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 8. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე, თუ თვით ამ ბრძანებულებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 9. საქართველოს პრეზიდენტის, როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან თვით ამ ბრძანებით სხვა ვადა არ არის დადგენილი. 10. „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი ძალაში შედის საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანისთანავე, თუ თვით ამ აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1157 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3613 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

წინა მუხლი 22შემდეგი მუხლი 24

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №43

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
2
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 22ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
  • 11საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები
  • 27ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 21ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
  • 22ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის განსაკუთრებული წესი
  • 24ნორმატიული აქტის გაუქმება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 19ნორმატიული აქტის მოქმედება დროში
  • 22ნორმატიული აქტის გაუქმება
  • 16ნორმატიული აქტის რეკვიზიტები

თავდაცვის კოდექსი

  • 160საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 49კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 54ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
542211271922162122244916023
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…თავდაცვის კოდექსიოფიციალური სტატისტიკის…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026