ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 56

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

2.იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს ამ კანონის ძალაში შესვლამდე გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება 1997 წლის 25 ნოემბრამდე.

3.ამ კანონის ძალაში შესვლამდე მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტების (მიუხედავად მათი დასახელებისა) ნორმატიული აქტებისთვის მიკუთვნების საკითხს, სამართლებრივი აქტის შინაარსიდან გამომდინარე, წყვეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

3¹.ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს (მიუხედავად მათი დასახელებისა), რომლებიც არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არ გააჩნიათ.

3².ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში. საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №48, 30.11.2005წ., მუხ.316

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №3კ-571-022002-07-0315
    საკასაციო არსებითი (T2)

    გამორიცხავს თუ არა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სოფლად მდებარე სახლის აღურიცხაობა მის სამკვიდრო ქონებად მიჩნევას მოცემულ გარემოებებში?

    დავა შეეხებოდა სადავო საცხოვრებელი სახლის ნახევარზე მემკვიდრედ ცნობასა და შეგებებული სარჩელით მთელ სახლზე საკუთრების უფლების აღიარებას. საკასაციო სასამართლომ შეაფასა, გამორიცხავდა თუ არა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში სახლის აღურიცხაობა მის სამკვიდრო ქონებად მიჩნევას. სასამართლომ მიუთითა, რომ სახლი კომლის ქონებად იყო აღრიცხული და იმ დროს სოფლად მდებარე შენობები სოფლის საკრებულოში აღირიცხებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება სსსკ 410-ის საფუძველზე უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 13 დეკ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 29 ნოე. 2005

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21852¹11338301925101241224914656
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…ეროვნული საარქივო ფონდ…საქართველოს ზოგადი ადმ…ოფიციალური სტატისტიკის…ნორმატიული აქტების შეს…სააღსრულებო წარმოებათა…