ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 55

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში თითოეული ნორმატიული აქტის შესახებ შედის შემდეგი მონაცემები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება; გ) ნორმატიული აქტის სათაური; დ) ნორმატიული აქტის სრული ტექსტი (გარდა „საიდუმლოს” გრიფის მქონე ნაწილისა); ე) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი; ვ) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის); ზ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; თ) ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის თარიღი; ი) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

2.ნორმატიულ აქტს ნორმატიულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ მიენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

3.„საიდუმლოს” გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ასეთივე გრიფის მქონე ნაწილი შეაქვთ სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში, სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”, „ბ“, „ე“, „ი“ ქვეპუნქტებში მითითებული მონაცემები.

4.ყველას აქვს უფლება გაეცნოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ მონაცემებს, გარდა რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში შეტანილი ინფორმაციისა. რეესტრის „საიდუმლო“ ნაწილში შეტანილი ინფორმაციის გაცნობის პირობები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”.

5.არ შეიძლება დაწესდეს რაიმე სახის გადასახადი ან შეიქმნას სხვა სახის დაბრკოლება ნორმატიული აქტის ასლის მისაღებად, ასლის გადაღებისთვის აუცილებელი თანხის გადახდევინების გარდა.

6.საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივლისში, თვის ბოლო სამშაბათს, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ სპეციალურ ნომერში აქვეყნებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრს იმ დროისთვის მოქმედი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში ძალადაკარგული ნორმატიული აქტების მითითებით. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1904 - სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.21 თავი V გარდამავალი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 22 იან. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 55-ე მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს აკისრებს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წელიწადში ორჯერ გამოქვეყნებას.

  2. 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით რეესტრში შეიტანება გამომცემი თანამდებობის პირის სახელწოდებაც; დაემატა კანონის წყაროს მითითება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
952¹1820291416191925171355
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ზოგადი ადმ…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ეროვნული მარეგულირებელ…მეწარმეთა შესახებ