ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 6

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა მუშაობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება ამ ორგანოთა მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით – რეგლამენტით, დებულებით და ა.შ.

2.საქართველოს სამინისტროს დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის და კანონით გათვალისწინებულ სხვა სახელმწიფო ორგანოთა დებულებებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3.ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციისა და სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94 საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160 საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 29 ივლ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში პრეზიდენტის მიერ დასამტკიცებელ დებულებათა წრე ახლა მოიცავს საგარეო დაზვერვის სამსახურს და აღარ ასახელებს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს; ამოღებულია მითითება ბრძანებულებაზე.

  2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებას ბრძანებულებით პრეზიდენტი ამტკიცებს, ხოლო მე-3 პუნქტიდან ამოღებულია სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი აქტების პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცების ნორმა.

  3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში სამინისტროს დებულების დამტკიცება მთავრობის დადგენილებას მიეკუთვნა, პრეზიდენტს კი დარჩა სამი დასახელებული სამინისტროსა და კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანოების დებულებები; ახალი მე-3 პუნქტი ადგენს დამტკიცების წესს ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისთვის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18176751481213¹33 (დ…661546
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …პენიტენციური კოდექსისახელმწიფო საზღვრის რე…საგანგებო მდგომარეობის…ნორმატიული აქტების შეს…საჯარო დაწესებულებაში …