ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 5

რედაქცია №49კონსოლიდირებული · 22 ოქტ. 2009

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს საკანონმდებლო აქტებია: საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური კანონი, ორგანული კანონი, კანონი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი.

2.საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებია: ა) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება; ბ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება; გ) საქართველოს მთავრობის დადგენილება; დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება; ე) (ამოღებულია - 29.06.07 №5164); ე 1 ) (ამოღებულია - 24.09.09 №1686); ე 2 ) (ამოღებულია - 24.09.09 №1686); ვ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება; ზ) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება; თ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება; ი) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება; კ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება; ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება; მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება; ნ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება; ო) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება; პ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება; ჟ) (ამოღებულია - 29.06.07 №5164); რ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება; ს) (ამოღებულია - 30.03.07 №4601); ტ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება; უ) საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება; ფ) საქართველოს მინისტრის ბრძანება; ქ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება; ღ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება; ყ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება; შ) სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება; ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება; ც) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება; ძ) (ამოღებულია - 27.03.09 №1138).

3.საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ქმნიან საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №815 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.11 საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1749 - სსმ I, №1(8), 14.01.1999 წ., მუხ.3 საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1798 - სსმ I, №4(11), 23.02.1999წ., მუხ.19 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1918 - სსმ I, №14(21), 13.05.1999წ.,  მუხ.56 საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1934 - სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.63 საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2203 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.146 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2331 - სსმ I, №40(47), 11.08.1999 წ., მუხ.202 საქართველოს 2000 წლის 13 ივნისის კანონი №369 - სსმ I, №23, 23.06.2000 წ., მუხ.59 საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №759 - სსმ I, №6, 20.03.2001 წ., მუხ.10 საქართველოს 2001 წლის 30 მარტის კანონი №833 - სსმ I, №10, 19.04.2001 წ.,მუხ.35 საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №967 - სსმ I, №20, 03.07.2001 წ., მუხ.72 საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2621 - სსმ I, №23, 12.08.2003 წ., მუხ.172 საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2955 - სსმ I, №26, 05.09.2003 წ., მუხ.187 საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94 საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №572 - სსმ I, №34, 27.10.2004 წ., მუხ.160 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1553 - სსმ I, №31, 31.06.2005წ.,  მუხ.191 საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2834 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2947- სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.100 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3181 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.126 საქართველოს 2006 წლის 9 ივნისის კანონი №3241 - სსმ I, №24, 29.06.2006 წ., მუხ.184 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4139 - სსმ I, №49, 29.12.2006 წ., მუხ.374 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის  კანონის №4293 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.6 საქართველოს 2007 წლის  30 მარტის კანონი №4601 - სსმ I,  №11, 10.04.2007 წ., მუხ.105 საქართველოს 2007 წლის  28 მარტის კანონი №4534 - სსმ I, №15, 23.04.2007 წ., მუხ.123 საქართველოს 2007 წლის 5 ივნისის კანონი №4860 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.189 საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5164 - სსმ I , №27, 17.07.2007 წ., მუხ.270 საქართველოს 2007 წლის 20 ნოემბრის კანონი №5469 - სსმ I, №40, 03.12.2007 წ., მუხ.380 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5923 - სსმ I, №7, 26.03.2008 წ., მუხ.43 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1138- სსმ I, №9, 13.04.2009 წ., მუხ.35 საქართველოს 2009 წლის  24 სექტემბრის კანონი №1686 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.169

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 1 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 30

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009
  2. · გამოქვეყნდა 3 დეკ. 2007
  3. · გამოქვეყნდა 23 აპრ. 2007

    მე-5 მუხლის ჩამონათვალს დაემატა „ძ“ ქვეპუნქტი — ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება.

  4. პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში ნავთობისა და გაზის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება შეიცვალა სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

  5. მე-5 მუხლის ჩამონათვალს „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ჩ“ ქვეპუნქტი სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანების შესახებ.

  6. პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალში სააგენტოს უფროსის ბრძანება შეიცვალა ეროვნული კომისიის დადგენილებით.

  7. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    „ს“ ქვეპუნქტში საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება შეიცვალა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილებით.

  8. მე-5 მუხლის პირველ პუნქტში ჩამონათვალს დაემატა „შ“ ქვეპუნქტი სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების შესახებ.

  9. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამონათვალი ქვეპუნქტებად დაიყო და კანონქვემდებარე აქტებს დაემატა აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება.

  10. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთა ჩამონათვალს დაემატა საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება.

  11. · გამოქვეყნდა 27 ივნ. 2005

    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალში ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება შეიცვალა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანებით.

  12. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთა ჩამონათვალში დაემატა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება.

  13. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს დაემატა მთავრობის დადგენილება, ხოლო მინისტრისა და უწყების ხელმძღვანელის ბრძანება შეიცვალა მინისტრის ბრძანებით.

  14. · გამოქვეყნდა 2 მარ. 2004

    მე-5 მუხლის პირველ პუნქტში საკანონმდებლო აქტთა ჩამონათვალს კანონის შემდეგ დაემატა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი.

  15. · გამოქვეყნდა 5 სექ. 2003

    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთა ჩამონათვალს დაემატა სამი ადმინისტრაციის თავმჯდომარეების ბრძანებები.

  16. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კანონქვემდებარე აქტების ჩამონათვალში დაემატა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება, ხოლო ორი სხვა ბრძანება ახალ ადგილას გადავიდა; ბოლო პუნქტს დაემატა „საქართველოს“.

  17. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალს დაემატა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება.

  18. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალს დაემატა ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება.

  19. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტთა ჩამონათვალს დაემატა სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება.

  20. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალს დაემატა ამ კომისიის დადგენილება.

  21. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალს დაემატა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება.

  22. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალს დაემატა აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება.

  23. · გამოქვეყნდა 23 თებ. 1999

    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად დასახელდა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებაც.

  24. · გამოქვეყნდა 14 იან. 1999

    მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს დაემატა საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება.

  25. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ახლა ჩამოთვლილია კონკრეტული სახელებით (ბრძანებულება, დადგენილება, ბრძანება) და არა ზოგადად „ნორმატიული აქტები“-ით; დაემატა წყაროს მითითება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
617150682471011226105
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს საარჩევნო …სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს მთავრობის …საქართველოს სახელმწიფო…