საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

მუხლი 18

რედაქცია №53 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამინისტროს დებულების შესაბამისად სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.

2.სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება განისაზღვრება სამინისტროს დებულებითა და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

3.(ამოღებულია - 04.10.2013, №1463).

4.საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოსი, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელსაც, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირისა) სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ, თუ კანონით ან მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №569 - სსმ I, №34 16.11.2004 წ., მუხ.159 საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1132 - სსმ I, №13 12.04.2005 წ., მუხ.82 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4409 - სსმ I, №8 23.03.2007 წ., მუხ.73 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამინისტროს დებულების შესაბამისად სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება განისაზღვრება სამინისტროს დებულებითა და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 3. (ამოღებულია - 04.10.2013, №1463). 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოსი, აგრეთვე ისეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელსაც, კანონის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად, არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირისა) სახელმწიფო კონტროლი შეიძლება განახორციელოს მხოლოდ სამინისტრომ, თუ კანონით ან მთავრობის დადგენილებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2004 წლის 11 ნოემბრის კანონი №569 - სსმ I, №34 16.11.2004 წ., მუხ.159 საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1132 - სსმ I, №13 12.04.2005 წ., მუხ.82 საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4409 - სსმ I, №8 23.03.2007 წ., მუხ.73 საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1463 - ვებგვერდი, 22.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2355 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №31 · ძალაშია 16 მაი. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 18-ე მუხლის მე-4 პუნქტში საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე სამინისტროს კონტროლის გამონაკლისი, რომელიც მაკონტროლებელი ორგანოს არყოლას ეხება, ახლა კანონთან ერთად საერთაშორისო ხელშეკრულებასაც ეყრდნობა.

  2. მე-2 პუნქტში ქვედანაყოფის უფლებამოსილებას განსაზღვრავს სამინისტროს და თავად ქვედანაყოფის დებულება; მე-3 პუნქტი ამოღებულია; მე-4 პუნქტში სახელმწიფო კონტროლი მხოლოდ სამინისტროს ეკუთვნის, გამონაკლისს კი კანონთან ერთად მთავრობის დადგენილებაც ადგენს.

  3. მე-4 პუნქტის ბოლოს დაემატა დათქმა „თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი“, რომელიც კანონით სხვაგვარი რეგულირების დადგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

  4. მე-4 პუნქტის ფრჩხილებში მოცემულ გამონაკლისებს დაემატა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირები.

  5. მე-4 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა: გამონაკლისები ფრჩხილებში გადავიდა და ზმნა მრავლობით რიცხვშია, ხოლო სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ სუბიექტად სამინისტროსთან ერთად დასახელდა პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5173215351142110⁵8318918
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მთავრობის …საჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს განათლების…აჭარის ავტონომიური რეს…საჯარო სამართლის იურიდ…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №53 · ბოლოს შემოწმდა