მიწის რეგისტრაციის შესახებ

მუხლი 19. საკუთრების და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 28 დეკ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.უძრავი ქონების საკუთრების და იჯარის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს ოფიციალურ სახელმწიფო საბუთს.

2.სარეგისტრაციო მოწმობა ასახავს ამ ქონების საკუთრების ან იჯარის უფლებაზე გავლენის მქონე ყველა ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულია სააღრიცხვო ბარათზე მისი გაცემის მომენტისათვის. მიწის და მასთან დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე, იჯარის ან გირავნობის ხელშეკრულებაზე ვრცელდება ის უფლებები და მოვალეობები, რაც ჩაწერილია სააღრიცხვო ბარათში, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ისინი არ არის აღნიშნული სარეგისტრაციო მოწმობაში.

3.სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა ქონების მესაკუთრის ან მოიჯარის განცხადებით.

4.მიწის და სხვა უძრავ ქონებაზე, ყოველ საიჯარო ხელშეკრულებაზე გაიცემა მხოლოდ ერთი სარეგისტრაციო მოწმობა.

5.სარეგისტრაციო მოწმობის ფორმას ამტკიცებს მთავარი რეგისტრატორი.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 8

ყველა გადაწყვეტილება
  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის საფუძვლისა და სარეგისტრაციო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

    მოსარჩელე ითხოვდა ქონების მართვის სააგენტოს წერილისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომელთა საფუძველზე მიწის ნაკვეთი თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი მონაცემებით ადრე რეგისტრირებულ საკუთრებას სამართლებრივი ძალა აქვს და ადმინისტრაციულ ორგანოებს სხვა პირის უფლება და საქმის არსებითი გარემოებები უნდა გამოეკვლიათ. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ორივე აქტი ბათილად ცნო. ქონების მართვის სააგენტოს დაევალა დაინტერესებული პირების მონაწილეობით გარემოებათა გამოკვლევა და ახალი აქტის გამოცემა ერთი თვის ვადაში.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული აქტების ბათილობა და საკადასტრო მონაცემების დაზუსტება

    დავა შეეხებოდა მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების რეგისტრაციის საფუძვლის, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების ბათილობასა და მოსარჩელის საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას. მოპასუხეებს შორის იყვნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაციით დაცული საკუთრების უფლება არ ქრება, თუმცა ნაკვეთების იდენტურობა უნდა დადგინდეს, ხოლო წინარე რეგისტრაციის უკანონობა შემდგომ რეგისტრაციებს ავტომატურად არ აბათილებს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.

  • კრებულიდაუშვებლობა (T5)

    სახლის დანგრევა და მიწის გათავისუფლება, სადავო აქტების გაუქმება და ქონებაზე უფლებების აღიარება და რეგისტრაცია

    დავა შეეხებოდა უნებართვოდ აშენებული სახლის დანგრევას, მიწის გათავისუფლებას, ადმინისტრაციული აქტების გაუქმებასა და ქონების რეგისტრაციას. საქმეში მონაწილეობდნენ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექცია, ადგილობრივი გამგეობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია მხოლოდ დადასტურებული რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეში გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა, ხოლო დაჯარიმებასთან დაკავშირებული აქტების გაუქმების ნაწილში წარმოება შეწყვიტა.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დევნილთა გამოსახლება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

    თბილისის მერიამ მოითხოვა დევნილთა გამოსახლება მშენებარე კორპუსიდან, ხოლო დევნილებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს დაკავებული ფართის გამოყოფა და შემდგომ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელი მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ შეგებებულ სარჩელთან ერთად ადმინისტრაციული წესით სწორად განიხილეს. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა, რადგან მას დროებითი საცხოვრებლის მოთხოვნის ხასიათსა და დასაშვებობაზე არ უმსჯელია.

  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    კოოპერატივის სახელზე მიწის ნაკვეთის საკუთრებად რეგისტრაციის ჩანაწერის ბათილად ცნობა

    კომპანია ითხოვდა ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს საჯარო რეესტრში კოოპერატივის სახელზე მიწის რეგისტრაციის ჩანაწერის ბათილად ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების კანონიერება სასამართლომ უნდა შეამოწმოს და საჭიროების შემთხვევაში პირს შესთავაზოს უფლების დაცვის შესაბამისი საპროცესო საშუალება. მოგვიანებით გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა თავისთავად არ ადასტურებს წინარე ჩანაწერის სისწორეს. სასამართლომ მიუთითა მილსადენითა და მისი სანიტარულ-ტექნიკური ზონით დაკავებული მიწის ოდენობის დადგენის აუცილებლობაზე, გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.

  • საკასაციო არსებითი (T2)

    მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებული აქტებისა და საკუთრების მოწმობის ბათილობა და თავდაპირველ მფლობელთა ოჯახზე საკუთრების მოწმობის გაცემა

    დავა შეეხებოდა სოფლის თემის საკრებულოს გადაწყვეტილებითა და მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული დოკუმენტებით მიწის ნაკვეთის სხვა პირის საკუთრებად გაფორმებას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ნასყიდობის დამადასტურებელი ხელწერილი კანონით მოთხოვნილი ფორმის დაუცველად იყო დადებული, ხოლო საკრებულოს ხელმძღვანელმა მისი დადასტურებით უფლებამოსილებას გადაამეტა. სასამართლომ ასევე გაიზიარა დასკვნა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილობას მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილობაც მოჰყვებოდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შედეგი.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 11 დეკ. 1996-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
915⁶11289⁶7 (და…87183830156 (და…19
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საკუთრებაში…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…კანონიერი მოსარგებლეებ…