Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო რეესტრის შესახებმუხლი 11

საჯარო რეესტრის შესახებ

მუხლი 11. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ქონების რეგისტრაციასპეციალური კატეგორიებიუძრავ ქონებაზე ყადაღის დადებაფიზიკური ინვენტარიზაციაინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული Feasibilityსააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12344¹4²56

1.უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება ; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობები; მ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება; ნ ) უპირატესი შესყიდვის უფლება .

2.უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებზე, აგრეთვე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ განკარგული უძრავი ნივთის საპრივატიზებო პირობებზე რეგისტრირებული მონაცემები უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

4¹.უძრავ ნივთზე შეზღუდული უფლება რეგისტრირდება შესაბამის შეზღუდვასთან/ვალდებულებასთან ერთად.

4².უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე, რომლის საკადასტრო მონაცემების თაობაზე ინფორმაცია აღრიცხულია მარეგისტრირებელ ორგანოში, საკუთრების უფლების რეგისტრაციისას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შესაბამისი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ – „ ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების , ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ – „ ი “ და „ ლ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

6.იპოთეკის მოწმობის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით . საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2980 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.146 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3888 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.416 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4208 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3223 – ვებგვერდი, 13.08.2018წ საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4016 - ვებგვერდი, 28.1 2.2023წ.

რედაქციების შედარება

1. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) საკუთრება ; ბ) აღნაგობა, აღნაგობის უფლების იპოთეკით დატვირთვა; გ) უზუფრუქტი; დ) სერვიტუტი; ე) იპოთეკა; ვ) ქირავნობა, ქვექირავნობა; ზ) იჯარა, ქვეიჯარა; თ) თხოვება; ი) ლიზინგი; კ) საჯარო სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები; მ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება; ნ ) უპირატესი შესყიდვის უფლება . 2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების რეგისტრაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება რეგისტრირებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებზე რეგისტრირებული მონაცემები უცვლელად გადადის ახალ მესაკუთრეზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4 1 . უძრავ ნივთზე შეზღუდული უფლება რეგისტრირდება შესაბამის შეზღუდვასთან/ვალდებულებასთან ერთად. 4 2 . უფლებადაურეგისტრირებელ უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე, რომლის საკადასტრო მონაცემების თაობაზე ინფორმაცია აღრიცხულია მარეგისტრირებელ ორგანოში, საკუთრების უფლების რეგისტრაციისას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში შესაბამისი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები რეგისტრირდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი, ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ – „ ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების , ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ – „ ი “ და „ ლ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 6. იპოთეკის მოწმობის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით .ინსტრუქციით. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2980 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.146 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3888 - სსმ I, №67, 09.12.2010 წ., მუხ.416 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4208 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი № 5154 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3223 – ვებგვერდი, 13.08.2018წ საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის კანონი №4850 - ვებგვერდი, 02.07.2019წ.

წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 11¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობა უძრავი ქონების მფლობელთათვის (პენსიონერები)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკუთრების უფლების (ტიტულის) დაზღვევის მოთხოვნები5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საკუთრების უფლების რეგისტრაცია5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ტიტულის მოძიების მომსახურება5 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო დარსაველიძე

ნინო დარსაველიძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾150

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №36

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 14უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია
  • 12უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია
  • 16მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 13უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცია
  • 16უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია
  • 15უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 3საჯარო რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული უფლებები
  • 45უძრავ ნივთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი საბუთების წარდგენისა და უფლებათა რეგისტრაციის თავისებურება
  • 15მიწაზე და სხვა უძრავ ნივთებზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 184უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 10ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 9ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული ურთიერთობების მოწესრიგება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1412161316151843451591011
მნიშვნელობით ახლოსუძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საქართველოს სამოქალაქო…ცივ-გომბორის დაცული ტე…ტანისა და თეძმის დაცულ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026