1.თუ თანამესაკუთრეების თანხმობა ქონების გაყოფაზე დადასტურებულია სანოტარო წესით, შეიძლება ამ ქონების რეგისტრაცია ცალ-ცალკე, დადგენილი წესის თანახმად.
2.რეგისტრაციაზე განაცხადს აკეთებს: ა) ერთი ან რამდენიმე თანამესაკუთრე; ბ) ყოველი პირი, რომლის სასარგებლოდაც მიღებულია სასამართლოს გადაწყვეტილება ქონების ერთი განუყოფელი ნაწილის გაყიდვის შესახებ.
3.გაყოფა ხდება ამ კანონის მე-15 მუხლში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

