Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებმუხლი 10

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

მუხლი 10. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის წესი მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025
თემები:ზონირება და მიწის გამოყენებადავები და დაცვასახლები და მიწის ნაკვეთები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნაზე მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თუ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების სხვა საზღვრები და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვის შედეგად მიღებული ჯამური ფართობი შეესაბამება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული ფართობების ჯამს, მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება მოდავე მხარეთა თანასაკუთრებად, ერთ საკადასტრო ერთეულად. ამ შემთხვევაში ამონაწერში აისახება ინფორმაცია მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნის დაუდგენლობის შესახებ, ხოლო მხარეთა შორის დავას წყვეტს სასამართლო საზიარო უფლების გაუქმებისათვის დადგენილი წესით ან, მხარეთა შეთანხმებით, მედიატორი ნოტარიუსი.

2.თუ ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობი თითოეული აგეგმილი მიწის ნაკვეთის ფართობს 30 პროცენტზე მეტით არ აღემატება, მიწის ნაკვეთებს შორის მყარი სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს და უფლების დამდგენი დოკუმენტებით ან/და საჯარო რეესტრში დაცული/მოძიებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია, ამასთანავე, მხარეთა შორის სანოტარო მედიაცია ვერ განხორციელდა/მორიგებით ვერ დასრულდა, თითოეული მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება დაინტერესებული პირების მიერ მითითებული საზღვრების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში აისახება ინფორმაცია დავის არსებობისა და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობების შესახებ, ხოლო საკადასტრო გეგმაზე აღინიშნება მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილი. მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის კუთვნილების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

3.თუ სპორადული რეგისტრაციის დროს მიმდინარე ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობი რომელიმე აგეგმილი მიწის ნაკვეთის ფართობს 30 პროცენტზე მეტით აღემატება, მიწის ნაკვეთებს შორის მყარი სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს და უფლების დამდგენი დოკუმენტებით ან/და საჯარო რეესტრში დაცული/მოძიებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია, ამასთანავე, მხარეთა შორის სანოტარო მედიაცია ვერ განხორციელდა/მორიგებით ვერ დასრულდა, სააგენტო იღებს ყველა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის კუთვნილების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით.

4.თუ ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი ან სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულია ყველა დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტები და სააგენტოში არსებული დოკუმენტაციით მაინც ვერ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა, სააგენტო მხარეებს შესთავაზებს დავის სანოტარო მედიაციის გზით გადაწყვეტას.

5.თუ არსებობს სარეგისტრაციოდ წარდგენილი და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოდგენილია ან სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულია უფლების დამდგენი დოკუმენტი, სააგენტო მხარეებს შესთავაზებს დავის სანოტარო მედიაციის გზით გადაწყვეტას. სანოტარო მედიაციის დანიშვნამდე სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებრივი მონაცემებისა და საკადასტრო მონაცემების სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან შესაბამისობა.

6.თუ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანოტარო მედიაცია მორიგებით ვერ დასრულდა, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. სადავო მიწის ნაკვეთის კუთვნილების თაობაზე დაინტერესებულ პირებს შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. საქართველოს 2019 წლის 1 1 დეკემბრის კანონი № 55 0 0 – ვებგვერდი, 1 8 .1 2.201 9 წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნაზე მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, თუ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების სხვა საზღვრები და სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვის შედეგად მიღებული ჯამური ფართობი შეესაბამება უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებში მითითებული ფართობების ჯამს, მიწის ნაკვეთები რეგისტრირდება მოდავე მხარეთა თანასაკუთრებად, ერთ საკადასტრო ერთეულად. ამ შემთხვევაში ამონაწერში აისახება ინფორმაცია მიწის ნაკვეთების სასაზღვრო მიჯნის დაუდგენლობის შესახებ, ხოლო მხარეთა შორის დავას წყვეტს სასამართლო საზიარო უფლების გაუქმებისათვის დადგენილი წესით ან, მხარეთა შეთანხმებით, მედიატორი ნოტარიუსი. 2. თუ ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობი თითოეული აგეგმილი მიწის ნაკვეთის ფართობს 30 პროცენტზე მეტით არ აღემატება, მიწის ნაკვეთებს შორის მყარი სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს და უფლების დამდგენი დოკუმენტებით ან/და საჯარო რეესტრში დაცული/მოძიებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია, ამასთანავე, მხარეთა შორის სანოტარო მედიაცია ვერ განხორციელდა/მორიგებით ვერ დასრულდა, თითოეული მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება დაინტერესებული პირების მიერ მითითებული საზღვრების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში აისახება ინფორმაცია დავის არსებობისა და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობების შესახებ, ხოლო საკადასტრო გეგმაზე აღინიშნება მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილი. მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის კუთვნილების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. 3. თუ სპორადული რეგისტრაციის დროს მიმდინარე ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი და მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის ფართობი რომელიმე აგეგმილი მიწის ნაკვეთის ფართობს 30 პროცენტზე მეტით აღემატება, მიწის ნაკვეთებს შორის მყარი სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს და უფლების დამდგენი დოკუმენტებით ან/და საჯარო რეესტრში დაცული/მოძიებული ინფორმაციით მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრა შეუძლებელია, ამასთანავე, მხარეთა შორის სანოტარო მედიაცია ვერ განხორციელდა/მორიგებით ვერ დასრულდა, სააგენტო იღებს ყველა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. მიწის ნაკვეთების სადავო ნაწილის კუთვნილების თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. 4. თუ ორი ან ორზე მეტი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობისას დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, ყველა დაინტერესებულ პირს წარმოდგენილი აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი ან სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულია ყველა დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტები და სააგენტოში არსებული დოკუმენტაციით მაინც ვერ დგინდება სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების ზუსტი ადგილმდებარეობა, სააგენტო მხარეებს შესთავაზებს დავის სანოტარო მედიაციის გზით გადაწყვეტას. 5. თუ არსებობს სარეგისტრაციოდ წარდგენილი და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების ზედდება, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით წარმოდგენილია ან სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებულია უფლების დამდგენი დოკუმენტი, სააგენტო მხარეებს შესთავაზებს დავის სანოტარო მედიაციის გზით გადაწყვეტას. სანოტარო მედიაციის დანიშვნამდე სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის უფლებრივი მონაცემებისა და საკადასტრო მონაცემების სააგენტოში დაცულ დოკუმენტაციასთან/ინფორმაციასთან შესაბამისობა. 6. თუ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანოტარო მედიაცია მორიგებით ვერ დასრულდა, სააგენტო იღებს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას. სადავო მიწის ნაკვეთის კუთვნილების თაობაზე დაინტერესებულ პირებს შორის წარმოშობილი სამოქალაქო დავა გადაწყდება სასამართლოსთვის მიმართვის გზით. საქართველოს 2019 წლის 1 1 დეკემბრის კანონი № 55 0 0 – ვებგვერდი, 1 8 .1 2.201 9 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 იან. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 30 დეკ. 2016 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქვედანაყოფის დამტკიცება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მიწის შეძენის იურიდიული მომსახურებასერვისის გვერდი
  • საზღვრის დავებისერვისის გვერდი
  • საკუთრების უფლების დავების გადაწყვეტასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სულხან კაპანაძე

სულხან კაპანაძე

სასამართლო წარმომადგენლობა

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №11

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 11მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის განსაკუთრებული პირობები
  • 8სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
  • 12მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 13რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები
  • 48საკადასტრო აღწერის ზოგადი პირობები

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 20რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 11³სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაცია
  • 9რეგისტრაციის ზოგადი პრინციპები
  • 15მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 181სასაზღვრო მიჯნის აღმართვის მოვალეობა

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

  • 6საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობა და გადახდის წესი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ

  • 5სახელმწიფო მიწის იჯარის ხელშეკრულება, მისი გაფორმებისა და რეგისტრაციის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5611³9152018113481181210
მნიშვნელობით ახლოსმიწის ნაკვეთებზე უფლებ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს სამოქალაქო…ფიზიკური და კერძო სამა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026