1.ყოველგვარი მოქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, აგრეთვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რომ დაუშვებელია მიწის და სხვა უძრავი ქონებით სარგებლობა სათანადო უფლების რეგისტრაციის გარეშე, ექვემდებარება რეგისტრატორის მიერ დაჯარიმებას. საჯარიმო ქმედებათა ნუსხას და ჯარიმის ტარიფებს ადგენს საქართველოს პარლამენტი.
2.რეგისტრატორის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს 15 დღის განმავლობაში მისი გამოცხადების ან შეტყობინების დღიდან იმ სასამართლოში, სადაც მოხდა კანონის დარღვევა.
3.ადმინისტრაციული სამართალდარღვევები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი ე . შევარდნაძე თბილისი, 1996 წლის 14 ნოემბერი. №490 შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1999 წლის 30 აპრილის კანონი №1914 - სსმ I, №14(21), 13.05.1999 წ., მუხ.54 2. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2021 - სსმ I, №20(27), 09.06.1999 წ., მუხ.91 3. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1441 - სსმ I, №25, 02.06.2005 წ., მუხ.169 4. ძალადაკარგულია - საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2635 - სსმ I, №5, 20.01.2006 წ., მუხ.43

