გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

მუხლი 25. ამ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოების მოთხოვნათა შეუსრულებლობა

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლით ან პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ორმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.

2.პირისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების (გარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მიუხედავად, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციული მიწერილობით დაკისრებული მოვალეობის დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას ამ კანონის იმ მუხლით ან პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ოთხმაგი ოდენობით, რომლის დარღვევის გამოც დაეკისრა პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოფხვრა.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოს თანამშრომლის მიერ უფლების განხორციელებასა და მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 12 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13239464737²1027269613306425
მნიშვნელობით ახლოსნარჩენების მართვის კოდ…მეზღვაურთა შრომის შესა…პერსონალურ მონაცემთა დ…გარემოსდაცვითი პასუხის…დანაშაულის პრევენციის,…ენერგოეფექტურობის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა