1.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით 1997 წლის 1 ივლისამდე უნდა შეიმუშაონ და მიიღონ ამ კანონის 69- ე მუხლის მე -2 პუნქტში მოყვანილი ნორმატიულ აქტები .
2.ამ კანონის 69- ე მუხლში აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წარმოებს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინების საფუძველზე .
3.ამ კანონის 69- ე მუხლის მე -2 პუნქტში აღნიშნული მისაღები ნორმატიული აქტების ამოქმედების ვადად განისაზღვროს 1997 წლის 1 აგვისტო . საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი , 1996 წლის 25 დეკემბერი №540 _ რ ს
