Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაცხოველთა სამყაროს შესახებმუხლი 69

ცხოველთა სამყაროს შესახებ

მუხლი 69. ნორმატიული აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა“ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონთან დაკავშირებით

რედაქცია №20 კონსოლიდირებული · 29 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.(ამოღებულია - 06.09.2013, №1026).

2.„ ცხოველთა სამყაროს შესახებ “ საქართველოს კანონთან დაკავშირებით საჭიროა მიღებული იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები : ა ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის , მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმის , შინაარსის და გაცემის წესის შესახებ ” დებულების დამტკიცების თაობაზე ; ბ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ; გ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ცხოველთა სამყაროს დაცვის , მისი ობიექტებით სარგებლობის , გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს შენარჩუნების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნილი ცხოველთა სამყაროს დაცვის საზოგადოებრივი ინსპექციების უფლება - მოვალეობათა შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; დ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების შენარჩუნებისა და მომრავლების მიზნით , გავრცელების მთელ არეალზე ან მის ნაწილზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვისა და აკრძალვის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; ე ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ გადარჩენის , გენოფონდის რეზერვატის შექმნისა და ვეტერინარული მიზნით სახელმწიფო ნაკრძალებში , ბუნების ძეგლებსა და ეროვნული პარკების ბუნების მკაცრი დაცვის ზონებში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში გარეულ ცხოველთა დაჭერის შესახებ ” დებულების დამტკიცების თაობაზე ; ვ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გადარჩენის პრაქტიკულ ღონისძიებათა წესების შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; ზ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ სპეციალურად შექმნილ პირობებში მოსაშენებლად და შემდეგ ბუნებრივ გარემოში გასაშვებად და ვეტერინარული ( განკურნების ) მიზნებისათვის გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სახეობების მოპოვების შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; თ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ზოოლოგიური კოლექციების ( ზოოპარკების , ზოობაღების , ოკეანარიუმების , გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების ) გარეულ ცხოველთა გარემოდან ამოღების გზით შექმნისა და შევსების შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; ი ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ გარეულ ცხოველთა იმ სახეობების ნუსხის შესახებ , რომელთა გარემოდან ამოღებით შექმნილი ზოოლოგიური ( სამოყვარულო ) კოლექციები არ საჭიროებენ ლიცენზიას “ დამტკიცების თაობაზე ; კ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ გარეულ ცხოველთა ნუსხის შესახებ , რომელთა დატყვევება და ნახევრად თავისუფალ მდგომარეობაში და ტყვეობაში ყოლა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის აკრძალულია “ დამტკიცების თაობაზე ; ლ ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ მცენარეთა დაცვის ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების წესების შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; მ ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ გამოყენებას დაქვემდებარებული მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების ნუსხის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ; ნ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; ო ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ცხოველთა სამყაროთი სპეციალური სარგებლობის ( მათ შორის ადგილობრივი მნიშვნელობის ) ობიექტების ჩამონათვალის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ; პ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ცხოველთა სამყაროს ობიექტების , მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების , ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; ჟ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; რ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ; ს) (ამოღებულია – 24.11.2011, № 5293 ) . ტ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ სამონადირეო მეურნეობის შექმნის , გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი , სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; უ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; ფ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სამეცნიერო , კულტურულ - საგანმანათლებლო , აღმზრდელობითი , რეკრეაციული , ესთეტიკური და ვეტერინარული მიზნებისათვის სარგებლობის , მათ შორის სპეციალური სარგებლობის წესების შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; ქ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის განსაზღვრის წესისა და მათი დაცვის , გამოყენებისა და შენახვის პირობებისადმი მოთხოვნების შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; ღ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ტყვეობისა ან ნახევრად თავისუფალ პირობებში შენახვისა და გამრავლებისათვის დასაშვები გარეული ცხოველების ჩამონათვალის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ; ყ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის განსაზღვრის წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; შ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ “ დებულების დამტკიცების თაობაზე ; ჩ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ რეგულირებას დაქვემდებარებული გარეული ცხოველების სახეობათა ჩამონათვალის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ; ც ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ცხოველთა სამყაროსა და მისი ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო აღრიცხვის , ცხოველთა სამყაროს სახელმწიფო კადასტრის შედგენის , იმ სახეობათა ჯგუფების ნუსხის განსაზღვრის წესების შესახებ , რომლებიც სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას ექვემდებარებიან , აგრეთვე აღრიცხვისა და კადასტრის შედგენისათვის საჭირო მონაცემების წარდგენის წესების შესახებ ” დებულების დამტკიცების თაობაზე ; ძ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ სახელმწიფო აღრიცხვას და სახელმწიფო კადასტრში შეტანას დაქვემდებარებულ გარეულ ცხოველთა სახეობების ჯგუფების ნუსხის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ; წ ) (ამოღებულია) ; ჭ ) (ამოღებულია) ; ხ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პრიორიტეტული უფლების რეჟიმის რაიონებისა და დასახლებული პუნქტების ჩამონათვალის შესახებ “ დამტკიცების თაობაზე ; ჯ ) (ამოღებულია) ; ჰ ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „ ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ “ დამტკიცების თაობაზე .

3.„ცხოველთა სამყაროს შესახებ “ საქართველოს კანონის თანახმად კონკურსის ან აუქციონის წესით გაცემული ლიცენზიები და მათ საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით შესაბამისი სავარგულების გამოყოფის შესახებ მიღებული ადმინისტრაციული აქტები ინარჩუნებენ კანონიერ ძალას მათი მოქმედების ვადის გასვლამდე , გარდა ამ კანონის 43- ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა . საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №751 - სსმ I, №6 20.03.2001 წ., მუხ.13 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №448 - სსმ I, №28 07.10.2004 წ., მუხ.133 საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1026 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 23 სექ. 2013
  2. 7 ოქტ. 2004
  3. 8 ივლ. 2003· გამოქვეყნდა 24 ივნ. 2003
  4. 20 მარ. 2001
წინა მუხლი 68შემდეგი მუხლი 70

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2023-06-29 · №20

1
ციტირებულია მუხლი
4
ცვლილება
ბოლო 2013-09-23
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 43

მიუთითებენ მასზე

მუხლი 70

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ცხოველთა სამყაროს შესახებ

  • 70„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტების მიღების ვადები
  • 6საქართველოს ცხოველთა სამყაროს სტატუსი
  • 3საქართველოს კანონმდებლობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში

წყლის შესახებ

  • 93ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 58¹ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 34¹საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დასამტკიცებელი/გამოსაცემი ნორმატიული აქტები და მათი დამტკიცების/გამოცემის ვადა
  • 38კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები
  • 22გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული  ცხოველებისა და ველური მცენარეების მოპოვების  (ბუნებრივი გარემოდან ამოღების) განსაკუთრებული შემთხვევები

საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ

  • 48ნორმატიული აქტები, რომელთა მიღებაც საჭიროა ამ კანონთან დაკავშირებით

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 38ცხოველთა სამყაროს ობიექტების გამოყენება და დაცვა კოლხეთის დაცულ ტერიტორიებზე

გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

  • 21ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 9ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34¹3822938482158¹7043639369
მითითებამნიშვნელობით ახლოსცხოველთა სამყაროს შესა…წყლის შესახებგარემოს დაცვის შესახებსაქართველოს „წითელი ნუ…საქართველოს დედაქალაქი…კოლხეთის დაცული ტერიტო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 29 ივნ. 2023