გარემოს დაცვის შესახებ

მუხლი 58¹. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული აქტები

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონთან დაკავშირებით: ა) ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“; ბ) ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ბ.ა) „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის დამტკიცების შესახებ“; ბ.ბ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“; ბ.გ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების და მათი შევსების ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“; ბ.დ) „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ანგარიშის წარმოდგენის წესისა და ვადების დამტკიცების შესახებ“; ბ.ე) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის, სპეციალური საშუალებებისა და საბრძოლო მასალის ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

2.2018 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ“.

3.საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „წინასწარი დასაბუთებული თანხმობის გაცემის საფუძველზე ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის განხორციელებისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 31 მაისის კანონი №680 – ვებგვერდი, 18.06.2013წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3308 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №33 · ძალაშია 1 ივნ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
457069156349142252829693158¹
მნიშვნელობით ახლოსსამრეწველო ემისიების შ…რადიაციული დაცვის, ბირ…ნარჩენების მართვის კოდ…ენერგოეფექტურობის შესა…შრომის უსაფრთხოების შე…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა