1.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის სახელმწიფოს გამგებლობაში არსებული ცალკეული ფუნქციების გადაცემა დაიშვება მხოლოდ შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემასთან ერთად. სახელმწიფოს მიერ გადაცემული ფუნქციების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.
2.საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის ხარჯებს ან ამცირებს მის შემოსავალს, უნდა იქნეს კომპენსირებული ამ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ. საქართველოს 2001 წლის 2 აგვისტოს ორგანული კანონი №1045 - სსმ I, №25, 22.08.2001 წ., მუხ.106 თავი VII ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი გარანტიები

