Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 7

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:მართვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456

1.სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს.

1¹.სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს.

2.მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი, საფინანსო-ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობები.

3.სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს, წინასწარი კონსულტაციები გამართონ იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს აერთიანებენ.

4.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ქმედებების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.

5.მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6.თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №4965 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №75 · ძალაშია 3 აპრ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის მართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №81

  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 21მუნიციპალიტეტების უფლება ერთობლივი საქმიანობის განხორციელების ორგანიზებაზე
  • 17უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები
  • 19მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების ფორმები და მექანიზმები

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 4სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში

საქართველოს კონსტიტუცია

  • 75თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებები

დასაქმების ხელშეწყობის შესახებ

  • 55მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

სოციალური მუშაობის შესახებ

  • 56მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებები

გენდერული თანასწორობის შესახებ

  • 13მუნიციპალიტეტის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 96მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილება

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 22მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 65მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

  • 10მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებები/ვალდებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
475651321171910225696557
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს კონსტიტუცი…დასაქმების ხელშეწყობის…სოციალური მუშაობის შეს…გენდერული თანასწორობის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026