Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი მოსაკრებლების შესახებმუხლი 3

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

მუხლი 3. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

რედაქცია №40 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:122¹2²344¹55¹678

1.ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.

2.ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2¹.მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით  განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.

2².მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.

3.ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ან ამ ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირს.

4.მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

4¹.დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი.

5.სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით.

5¹.მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაადგინოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა.

6.ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.

7.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

8.მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ პირს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება. საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1623 -სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ. 22 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ., მუხ.204 საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1300-სსმ I, №4, 05.03.2002წ., მუხ.26 საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503-სსმ I, №35, 03.08.2006წ., მუხ.259 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.392 საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5096 - ვებგვერდი, 03.11.2011წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №380 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის კანონი №799 – ვებგვერდი, 15.07.2013წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6971 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №36 · ძალაშია 1 იან. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 28 ივლ. 2020
  2. 15 ივლ. 2013

    მე-3 მუხლის 4¹ პუნქტში დაემატა გამონაკლისი დაჩქარებული მომსახურებისთვის იმ აკრძალვასთან მიმართებით, რომელიც მოსაკრებლით უკვე დადგენილ მომსახურებაზე სხვა ტარიფის ან საფასურის შემოღებას ეხება.

  3. 1 ივნ. 2013· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2013
  4. 3 ნოე. 2011

    მე-3 მუხლს დაემატა 2¹ და 2² პუნქტები სარეკრეაციო ტერიტორიებზე მოსაკრებლის გავრცელების გამორიცხვისა და მხოლოდ იქ შემოღების შესახებ, აგრეთვე 5¹ პუნქტი ამ ტერიტორიებზე განსხვავებული ოდენობის, პერიოდულობისა და ვადის დადგენის თაობაზე.

  5. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 30 დეკ. 2006

    მე-8 პუნქტში ორგანოს სახელწოდებიდან ამოღებულია „(მმართველობის)“, ხელშეკრულების გაფორმების უფლება კი უცვლელია. ბოლოს მითითებულ მუხლთა ჩამონათვალს დაემატა მუხ. 392.

  6. 17 აგვ. 2006· გამოქვეყნდა 3 აგვ. 2006

    მე-3 მუხლს დაემატა 3¹ პუნქტი მომსახურებისთვის მოსაკრებლის გადახდევინების წესზე და მე-8 პუნქტი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობაზე; ამოღებულია მე-4 პუნქტი, მე-5 პუნქტი მოიცავს დიფერენცირებულ ოდენობას, ხოლო მე-6 პუნქტი აღარ შეიცავს ფინანსური ორგანოებთან შეთანხმების მითითებას.

  7. 5 მარ. 2002

    მე-6 პუნქტში გადახდის ინსტრუქციების შემთანხმებელი ორგანოებია ადგილობრივი საფინანსო ორგანო და საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო დამამტკიცებელი — თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

  8. 11 აგვ. 1999

    მე-7 პუნქტში ადგილობრივი ბიუჯეტი დაკონკრეტდა სიტყვით „შესაბამის“; დაემატა მითითება „; მუხ. 204“.

  9. 26 ოქტ. 1998

    მე-4 პუნქტში კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ახლა საგადასახადო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია, ხოლო მე-6 პუნქტში ინსტრუქციების შეთანხმების წრეს საგადასახადო დეპარტამენტიც დაემატა; მე-7 პუნქტის ბოლოს გაჩნდა ტექსტობრივი დანართი „; მუხ. 2 2“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №40

  • 9 ცვლილება · ბოლო 28 ივლ. 2020
  • 15 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

  • 4შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე
  • 1ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება
  • 15ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 93ადგილობრივი გადასახადისა და მოსაკრებლის განსაზღვრა და ადმინისტრირების წესი
  • 16მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები

მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ

  • 3მოსაკრებლების დაწესება და გადახდევინება
  • 1მოსაკრებლის ცნება
  • 7მოსაკრებლების განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 7ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და გადასახადის გაუქმება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 66მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები
  • 83მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 65²ადგილობრივი თვითმმართველობის დროებითი უფლებამოსილება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
65²31766834115793163
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი მოსაკრებლე…მოსაკრებლების სისტემის…საქართველოს საგადასახა…საქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №40 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026