მუხლი 17
1. (ამოღებულია).
2. თუ დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან წარმოადგენს სხვაგვარ კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, ეს ინფორმაცია აისახება მხოლოდ დეკლარაციის სპეციალურ (საიდუმლო) გრაფაში, შესაბამისი წყაროდან მიღებული ქონების სახეობის (შინაარსის), ქონებასთან თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების კავშირის, ქონების საბაზრო ღირებულების ან/და ოდენობის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირმა დეკლარაციას უნდა დაურთოს მითითება იმ სამართლებრივ აქტზე, რომლის საფუძველზედაც დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას ან არის სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801-სსმI, №3(10), 19.02.1999წ., მუხ.17 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243 მუხლი 18 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლის, აგრეთვე მისი შენახვის, მონიტორინგისა და საჯაროობის მიზნებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს: ა) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას; გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებასა და შენახვას და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს; დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას; ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე აღნიშნულ რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას; ვ) კანონის შესაბამისად სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1179-სსმI, №12, 29.06.2009წ., მუხ.53 საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2226-სსმI, №45, 21.12.2009წ., მუხ.243 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1261 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №157 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2204 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1290 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. მუხლი 18 1 1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანისა და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
