სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

მუხლი 29. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ან/და გადაცემა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), სადაც ინახება ეს ინფორმაცია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის თანხმობით.

2.სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გასცემს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა წერილობითი თანხმობით.

3.სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელიც მიიღებს ან/და შეიმუშავებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ვალდებულია მის დასაცავად შექმნას და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პირობა. უფლებამოსილი პირი პერსონალურად აგებს პასუხს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფისათვის.

4.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე იურიდიულ პირს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაცნობა ხდება იმ სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), სადაც ინახება ეს ინფორმაცია, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის თანხმობით. 2. სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მიმნიჭებელი ორგანო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გასცემს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 პუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა წერილობითი თანხმობით. 3. სახელმწიფო ორგანო, საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა), რომელიც მიიღებს ან/და შეიმუშავებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ვალდებულია მის დასაცავად შექმნას და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა პირობა. უფლებამოსილი პირი პერსონალურად აგებს პასუხს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფისათვის. 4. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მქონე იურიდიულ პირს. მუხლი 30. სხვა სახელმწიფოსათვის, საერთაშორისო ორგანიზაციისათვის ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემის შეზღუდვა 1. სხვა სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციას ან სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირს ისეთი ინფორმაცია ან ინფორმაციის შემცველი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებაა ან წინასწარ არის დასაიდუმლოებული ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მისი მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე შეიძლება გადაეცეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების ან საქართველოს მთავრობის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე. 2. სხვა სახელმწიფოსთან (რომელთანაც საქართველოს არ აქვს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება) ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან/სხვა სახელმწიფოს რეზიდენტ პირთან (რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღია შესაბამისი დაშვება) საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დაიდოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედანაყოფების მიერ სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ამ ოპერაციებში მონაწილე ქვეყნებთან გაცვლილ და ამ ქვეყნებისათვის გადაცემულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აგვ. 2018 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

  2. 19 ივლ. 2018 – 1 აგვ. 2018 ტექსტი უცნობია

  3. 12 მარ. 2015 – 1 აგვ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37¹27⁴31320111911428917211517529
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საიდუმლოები…საქართველოს სახელმწიფო…საქართველოს ზოგადი ადმ…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს სახალხო და…სამართალდაცვით სფეროში…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა