1.კომისიის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა) ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფუნქცია 2017 წლის 1 იანვრამდე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, შესაძლებელია, განახორციელოს იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იმ დანაყოფმა/თანამშრომლებმა, რომელიც/რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე უზრუნველყოფდა/უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოსთან არსებული შესაბამისი კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას.
1¹.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის ფუნქცია 2017 წლის 1 აპრილამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, შესაძლებელია, განახორციელოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის იმ სტრუქტურულმა ერთეულმა, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე უზრუნველყოფდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული შესაბამისი კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას.
2.საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ნაცვლად, 2016 წლის 1 სექტემბრამდე, კომისიაში წარდგენილ უნდა იქნეს საკადასტრო აზომვითი ნახაზი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №606 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.

