„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
მუხლი 9. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა
1. ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
3. კანდიდატს ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა ღია და დახურული კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 სამუშაო დღის ვადა.
4. კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება საჯარო დაწესებულების მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
