საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 25⁶ (დანართი 1). შიდა კონკურსის ეტაპების ჩატარების წესი

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შიდა კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარეობს ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად.

2.შიდა კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრების საფუძველზე, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მოხელის შეფასების შედეგები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეფასების სხვა ფორმები.

3.კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

4.კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს.

5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით კანდიდატის შეფასებისას, კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

6.კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შეიძლება, განხორციელდეს გასაუბრების აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

7.კონკურსისა და კანდიდატის მიერ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება ამ წესის 22-ე და 22 1 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 24.03.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 24 მარ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 მარ. 2018 – 24 მარ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11⁸92041423925⁵ (…21 (დ…25¹ (…16 (დ…11 (დ…8 (და…25⁶ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…პროფესიული საჯარო მოხე…დანაშაულის პრევენციის,…მაუწყებლობის შესახებსაქართველოს პატენტრწმუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა