Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამაუწყებლობის შესახებმუხლი 9

მაუწყებლობის შესახებ

მუხლი 9. კომისიის შემადგენლობა

რედაქცია №85 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314151617181920

1.კომისია შედგება 5 წევრისაგან.

2.კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.

3.პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის წევრად 2-ზე მეტი ვადით.

4.კომისიის წევრის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით, კანონიერებისა და გამჭვირვალობის, კანდიდატების თანასწორობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.

5.კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას კონკურსის ჩატარების შესახებ.

6.კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

7.ყველას აქვს უფლება, დაასახელოს კომისიის წევრის კანდიდატურა კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში.

8.თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში არ დასახელდება 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა, ცხადდება ახალი კონკურსი, რომელიც ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

9.კანდიდატურების დასახელების ვადის ამოწურვიდან 10 დღეში კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

10.კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ კანდიდატურების შესარჩევად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისია მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით უნდა იყოს დაკომპლექტებული. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარდგენილი კანდიდატების ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობას . თუ საკონკურსო კომისია დაადგენს, რომ ამ კანონით განსაზღვრულ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს 3-ზე ნაკლები კანდიდატი აკმაყოფილებს, ცხადდება ახალი კონკურსი და იგი ტარდება ამ მუხლით დადგენილი წესით. თუ საკონკურსო კომისია დაადგენს, რომ ამ კანონით განსაზღვრულ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს არანაკლებ 3 კანდიდატისა,  იგი აღნიშნულ კანდიდატებთან გასაუბრებას მართავს. საკონკურსო კომისია კანდიდატების განაცხადებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, ამ კანონით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კანდიდატურების შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციას წარსადგენი კანდიდატების შესახებ. საქართველოს მთავრობა ამ კანონით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კანდიდატურების შერჩევის პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 3 კანდიდატურისა.

11.საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი კანდიდატურების სიას საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის. თანახელმოწერის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

12.(ამოღებულია - 06.12.2018, №3878) .

13.კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს ირჩევს საქართველოს პარლამენტი  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

14.თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს, ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიის წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესი ხელახლა დაიწყება და საქართველოს პრეზიდენტი 50 დღის ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს ამ მუხლით დადგენილი წესით შერჩეულ ახალ კანდიდატურებს.

15.კომისიის თავმჯდომარეს ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში.

16.ახალარჩეული კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღეს, ხოლო თუ კომისიის თავმჯდომარე არჩეულ იქნა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო – მისი არჩევის მომენტიდან. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწურება მისი არჩევიდან 3 წლის თავზე, იმ რიცხვის წინა დღეს, რომელშიც დაიწყო იგი.

17.კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად.

18.კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვისათვის და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისათვის, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვისათვის.

19.კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის ან არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.

20.კომისია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის ოთხი მეხუთედით თანამდებობიდან ვადამდე გადააყენოს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმის უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 2 წევრს ერთობლივი დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. კომისია ვალდებულია კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხი განიხილოს და მას კენჭი უყაროს კომისიის წევრთა მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 კალენდარულ დღეში. თუ კომისიამ კომისიის თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე არ გადააყენა, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან ვადამდე გადაყენების საკითხის დასმა მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაუშვებელია. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №791 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.258 საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1362 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3457 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3878 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 18 ოქტომბრის კანონი №5203 – ვებგვერდი, 21.10.2019წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3743 – ვებგვერდი, 30.11.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №72 · ძალაშია 30 ნოე. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №85

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 12 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 63მუხლი 76

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 20კომისიის შემადგენლობა

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 84საბჭოს წევრთა დანიშვნა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 38საკონკურსო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა
  • 41კანდიდატის შეფასება

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23³საბჭოს წევრების არჩევა და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 15 (დანართი 1)კომისიის შემადგენლობა
  • 18 (დანართი 1)კომისიის საქმიანობა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 14საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 12საბჭოს წევრის შერჩევა და დანიშვნა

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 9კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

  • 26საოლქო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 202ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
923³637612384115 (დ…18 (დ…208414202269
მითითებამნიშვნელობით ახლოსმაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…საჯარო შესყიდვების შეს…საჯარო სამსახურის შესა…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო სამსახურში კონკ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №85 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026