საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

მუხლი 31 (დანართი 1). გამარტივებული კონკურსის ჩატარება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 2 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამარტივებულ კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების გადარჩევის ეტაპი ტარდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის მიერ.

2.განაცხადების გადარჩევის შედეგების შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის  წარმომადგენლის ჩართულობით.

3.გამარტივებული კონკურსის დასრულებისას დგება საერთო ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის შესაბამისი წარმომადგენელი და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

4.მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს უფლება აქვს, გამოითხოვოს გამარტივებული კონკურსის პროცესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მონიტორინგის მიზნით. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №144 - ვებგვერდი, 03.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 3 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 მარ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91³10²483611714 (დ…30 (დ…32 (დ…27 (დ…16 (დ…6 (და…8¹ (დ…31 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაჯარო სამსახურში კონკ…საჯარო სამსახურის შესა…პროფესიული საჯარო მოხე…სააღსრულებო წარმოებათა…სახელმწიფო შესყიდვების…პროფესიული საჯარო მოხე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა