ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 30 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გრანტის გაცემას ახორციელებს ფონდი.

2.ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას; ბ 1 ) კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზას; გ) დამოუკიდებელ ექსპერტთა და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას; დ) დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან და/ან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებულ შეფასებებზე დაყრდნობით, დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენას, დამტკიცებას, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ცვლილებების შეტანას; ე) გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს , დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №132 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის დადგენილება №148 - ვებგვერდი, 31.03.2016წ. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის დადგენილება №320 - ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №120 – ვებგვერდი, 23.03.2021წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1515¹5²5¹5837 (და…8 (და…11 (დ…25⁸ (…12 (დ…25 (დ…3 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსფუნდამენტური კვლევების…გრანტების შესახებუმაღლესი განათლების შე…საჯარო სამსახურში კონკ…მეცნიერების, ტექნოლოგი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა