Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკააჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებმუხლი 11

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 11 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი; ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება.

2.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება და გადაისინჯება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერით და ძალაში შედის მისი დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანულ ი კანონის ძალაში შესვლისთანავე.

3.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონი მიიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვისას და იგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია.

4.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი მიიღება და ქვეყნდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

6.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონი 5 დღის ვადაში ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

7.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს 10 დღის ვადაში ან შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს.

8.თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე შენიშვნებით დააბრუნებს კანონს, უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს. შენიშვნების მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონის პირვანდელი მიღებისათვის არის დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

9.თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონის პირვანდელ რედაქციას. კანონის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის   მხარდაჭერა. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

10.თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი კანონს და არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა იგი უმაღლეს საბჭოს ან ამ მუხლის მე-8 ან მე-9 პუნქტით დადგენილ ვადაში ხელი არ მოაწერა და არ გამოაქვეყნა კანონი, მას ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

11.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ძალა, რომლის მომზადება და მიღება ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების  პროცედურა, უმაღლესი საბჭოს სტრუქტურა და უმაღლესი საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

12.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე არანორმატიული. არანორმატიულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ის დადგენილება, რომელიც საკადრო, ინდივიდუალურ, პროცედურულ ან პერსონალურ საკითხებს ეხება, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 9 წლის 4 აპრილის კანონი №85 -უ.ს.რ.ს.- ვებგვერდი, 11.04.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 11 აპრ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 აპრ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 11 აპრ. 2019
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 11 დეკ. 2025 · №6

  • 1 ცვლილება · ბოლო 11 აპრ. 2019
  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ

  • 12აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ნორმატიული აქტი
  • 26ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი
  • 8ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 21აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება

ნორმატიული აქტების შესახებ

  • 10აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 110აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კონსტიტუციური კანონის პროექტების განხილვა და მიღება, საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა
  • 102უმაღლესი საბჭოს რიგი გადაწყვეტილებების მიღება
  • 103მიღებული კანონის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისათვის გადაცემა, კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 124აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე

  • 17 (დანართი 1)უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებები
  • 28 (დანართი 1)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის წესი
  • 19 (დანართი 1)კანონის ხელმოწერა და გამოქვეყნება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
17 (დ…28 (დ…19 (დ…21101226811010210312411
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…ნორმატიული აქტების შეს…ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 11 დეკ. 2025 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026