ნორმატიული აქტების შესახებ

მუხლი 10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს.

4.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან კანონპროექტს მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს უმაღლეს საბჭოს.  თუ უმაღლესმა საბჭომ მიიღო შენიშვნები, კანონპროექტის საბოლოო რედაქცია 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს. თუ უმაღლესმა საბჭომ არ მიიღო მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას, რომლის მიღების შემთხვევაში კანონი 5 დღის ვადაში გადაეცემა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მას.

5.თუ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ დადგენილ ვადაში არ მოაწერა ხელი და არ გამოაქვეყნა კანონი, მას ამ ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

6.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება არის ნორმატიული აქტი, რომელიც მიიღება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. არანორმატიულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ ის დადგენილება, რომელიც საკადრო ან პერსონალურ საკითხებს ეხება. უმაღლესი საბჭოს არანორმატიული დადგენილების მიღების სხვა შემთხვევები განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით.

7.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტი, რომლის მომზადება და მიღება ხდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მომზადებისა და მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად და რომელიც მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, სტრუქტურა, მუშაობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის წესები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტს ხელს აწერს და აქვეყნებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის 17 ოქტომბრის კანონი №5 - ვებგვერდი, 25.10.2011 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 8 აგვისტოს კანონი №210 - ვებგვერდი, 08.08.2014 წ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 6 ოქტომბრის კანონი №14 - ვებგვერდი, 15.10.2020 წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 15 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3–მე-5 პუნქტებში კანონპროექტის გადაცემის, მთავრობის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის/დაბრუნების და ვადის გაშვების წესი ახლებურად ჩამოყალიბდა, ძველი მე-6–მე-9 პუნქტების ტექსტი ამოღებულია. რეგლამენტის პუნქტში იცვლება მისი მიღების კვორუმი და აქტის დასახელება.

  2. მე-10 მუხლის მე-3–მე-8 პუნქტებში ახლებურად არის დადგენილი კანონის მიღება-გამოქვეყნების წესი: მთავრობის თავმჯდომარის ვადები, დაბრუნებული კანონპროექტის კენჭისყრა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სუბსიდიარული უფლებამოსილება. რეგლამენტის პუნქტი გადაინომრა მე-10 პუნქტად.

  3. მე-10 მუხლს დაემატა კანონპროექტის გადაცემის, ხელმოწერისა და გამოქვეყნების ვადები და პროცედურა, ხოლო რეგლამენტის პუნქტი გადანომრილია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19 (დ…20¹23¹11188384881126131010
მნიშვნელობით ახლოსნორმატიული აქტების შეს…აფხაზეთის ავტონომიური …ნორმატიული აქტების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა